ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანია Skyscanner-ზე
04 დეკემბერი, 2023

გერმანიიდან, პოლონეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამოგზაურო პლატფორმასთან  Skyscanner ერთად ახალი კამპანია დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში Skyscanner-ის ვებ-გვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა. სპეციალურ სექციაში (Country Explorer) საქართველოს შესახებ ინფორმაცია, საპრომოციო სურათები და სტატიებია ატვირთული.

კამპანია მოიცავს ინფორმაციის განთავსებას სოციალურ მედიაში: Instagram, Facebook და TikTok

კამპანიის მოსალოდნელი შედეგია 4 000 000-მდე შთაბეჭდილება (impression) და 1 500 000-მდე წვდომა (reach).

ახალი მარკეტინგული კამპანია 30 ნოემბრერს დაიწყო და მომავალ წლის 13 იანვრამდე გაგრძელდება.

ვრცლად კამპანიის შესახებ იხილეთ აქ:

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.