ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის სექტორს პულსის გასინჯვა დაეწყო - „კომენდანტის საათის“ გამო, ბევრი სტუმარი საქართველოში ჩამოსვლაზე უარს ამბობს
26 აპრილი, 2021

14-მდე ბიზნეს ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენენ და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებენ.

"სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ რისი შეთავაზება შეეძლებათ ტურისტებისთვის.

როგორც მან აღნიშნა, „კომენდანტის საათის“ მოხსნა და სახმელეთო საზღვრის გახსნა მთავარია.

„მთავრია რეგულაციები შევიმუშაოთ, ვიცოდეთ როგორ ვმუშაობთ შემდეგი სეზონის განმავლობაში. მზად ვიყოთ ტურისტებისთვის ტურისტური პაკეტების შემუშავებისთვის. კითხვებს გვისვამენ და პასუხებს ვერ ვცემთ. ეს ძალიან ბევრ პოტენციურ ტურისტს გვაკარგინებს. კარგია, რომ ქვეყანაში ტურისტების თანდათანობით შემოსვლა დაიწყო, თუმცა ტურისტებს ჩვენ ვერ ვთავაზობთ ბევრ რამეს, რადგან საღამოს 9 საათზე იწყება კომენდანტის საათი. ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებში ერთად არიან, საღამოს 9 საათზე, როდესაც მოდიან სასტუმროში და უნდათ დაისვენონ, ვეუბნებით შედით ოთახში. „კომენდანტის საათის“ გამო, ძალიან ბევრი სტუმარი ჩვენთან ჩამოსვლაზე უარს ამბობს. რა თქმა უნდა, ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ საქართველოში ჩამოვიდნენ და საღამოს 9 საათზე რესტორანში არ წავიდნენ. როდესაც ადამიანი ქვეყანაში შემოვიდა და გავატარეთ რეგულაცია საზღვარზე, მერე ამ ადამიანის შეზღუდვა მიგვაჩნია, რომ არასწორია. გვინდა რომ ერთად დავსხდეთ და ჩამოვაყალიბოთ, თუ რას ვაკეთებთ ტურიზმის სექტორისთვის,- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, "კომენდანტის საათის“ მოხსნა და სახმელეთო საზღვრის გახსნა მთავარია. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ რაც პანდემიის შემდეგ საჰაერო საზღვრები გაიხსნა, ტურისტების მატება შეინიშნება.

რა თქმა უნდა, წინა წლების მსგავსი მდგომარეობა არ არის, როგორიც იყო 2018-2019 წლებში. თუმცა ნულს სჯობია, პულსის გასინჯვა დაეწყო ტურიზმის სექტორს,- აღნიშნა ალავერდაშვილმა.

bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.