ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თუშეთის აეროდრომის წინასაპროექტო სამუშაოების დასრულება მაისში იგეგმება
22 იანვარი, 2018
თუშეთის აეროდრომის წინასაპროექტო სამუშაოების დამთავრება მაისში იგეგმება - ამის შესახებ bm.ge–ის აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელმა მენეჯერმა ივანე პეტრიაშვილმა განუცხადა. თუმცა, როგორც მანამდე ჩვენთან საუბრისას პეტრიაშვილმა აღნიშნა, სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში უნდა დაწყებულიყო და 4 თვეში დასრულებულიყო. სამუშაო პროცესის ვადების გახანგძლივების მიზეზად მანამდე კლიმატური პირობების გაუარესება მოიაზრებოდა, ხოლო ამ დროისთვის პეტრიაშვილი ამბობს, რომ მიმდინარეობს საავიაციო კუთხით გარკვეული მაჩვენებლების დაზუსტება, რადგან ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია არ ყოფილა აეროპორტი. პეტრიაშვილის თქმით, კიდევ უფრო ინფორმირებულები გაზაფხულზე იქნებიან, როცა წინასაპროქტო ფაზა დასრულდება. 

შეგახსენებთ, თუშეთის რაიონში, კერძოდ,სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ტრანსპროექტი“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 10 ნოემბერს გაფორმდა.
 
ავტორი: ანუკა ჯოხაძე
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.