ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში აპრილ-ივნისში ₾2.3 მლრდ დახარჯეს
16 აგვისტო, 2022

საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა 2022 წელს 2.3 მლრდ ლარი დახარჯეს.

საქსტატის მონაცემებით, ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 440 ლარი შეადგინა.

საინტერესოა რაში ხარჯავენ ვიზიტორები საქართველოში ფულს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მთლიანი ხარჯებიდან 34.1% (767 მლნ ლარი) მოდის საკვებზე, მეორე ადგილზეა განთავსება 23%-ით, მესამე პოზიციაზე კი საყიდლებია 19%-ით.

II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7%-ით მეტია წინა წლის
ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47% პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 922.2 ათასი შეადგინა, რაც 176.2%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.