ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში 62 სასტუმრო გაიხსნება და ქვეყანას 1800 სასტუმრო ოთახი შეემატება
17 ოქტომბერი, 2018

“უმასპინძლე საქართველოში“ დახმარებით სექტემბრის მონაცემებით, 62 სასტუმრო გაიხსნება. სასტუმროების გახსნის შედეგად ქვეყანაში 1800-ზე მეტი სასტუმრო ოთახი იქნება.

სასტუმროები შექმნიან 1700-ზე მეტ სამუშაო ადგილს, ინვესტიციის მოცულობა კი 164.1 მლნ ლარს მიაღწევს.

სასტუმროები აშენებდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება 2016 წლიდან დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მეწარმეებს, შესაძლებლობას აძლევს განავითაროს სასტუმრო ბიზნესი.

პროგრამა რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის. პროგრამის მეშვეობით აქტიურად ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.