ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მედეა“, „უშიშროება“, „მეგობრობა“ - წყალტუბოს ყველაზე ძვირადღირებული სანატორიუმები
13 ივლისი, 2022

წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმები აუქციონზე უკვე გამოიტანეს. მთავრობის მიერ 5 ივლისს წარდგენილი 14 საინვესტიციო პროექტი (რომელთა საერთო საწყისი ღირებულება 47 მლნ ლარია) სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 6 ივლისს გამოიტანა, აუქციონები 4 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელის, რომ წყალტუბოს აღსადგენად 500 მლნ ლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით, ათეულობით მილიონის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო ბადენ-ბადენის დონის კურორტი გახდეს.

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტების საერთო ფასი 47 მილიონი ლარია, მათში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი 133.5 მილიონი ლარი.

ყველაზე ძვირადღირებული სანატორიუმი, რომელიც მთავრობამ გასაყიდად გამოიტანა ყოფილი სასტუმრო „უშიშროებაა“, რომელიც 6,886 კვადრატული მეტრის შენობას და 250,768 კვადრატული მეტრის მიწას აერთიანებს, მეორე ადგილზეა „მედეა“, რომელიც 16,222 კვადრატული მეტრის შენობას და 76,621 კვადრატული მეტრის მიწას მოიცავს. მესამე ადგილზეა „მეგობრობა“, რომლის მიწის ფართრთობი 104 176 კმ.მ-ია.

სანატორიუმების გასაყიდი ფასი და მათი საინვესტიციო ვალდებულება ასეთია:

1) უშიშროება - 8.47 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 25.41 მლნ ლარი;
2) მედეა - 5.82 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 10 მლნ ლარი;
3) მეგობრობა - 5.23 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 15.69 მლნ ლარი;
4) თბილისი - 3.14 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 9.42 მლნ ლარი;
5) იმერეთი - 3.12 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 9.37 მლნ ლარი;
6) რკინიგზელი - 3.09 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 9.27 მლნ ლარი;
7) სასტუმრო წყალტუბო - 2.98 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 8.96 მლნ ლარი;
8) აია - 2.8 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 8.4 მლნ ლარი;
9) სანატორიუმი წყალტუბო - 2.6 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 7.8 მლნ ლარი;
10) ფინალი - 2.18 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 6.53 მლნ ლარი;
11) სავანე - 2.12 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 6.37 მლნ ლარი;
12) სამგურალი - 2.04 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 6.13 მლნ ლარი;
13) გელათი - 1.96 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 5.9 მლნ ლარი;
14) გეოლოგი - 1.42 მლნ, საინვესტიციო ვალდებულება 4.26 მლნ ლარი.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.