ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო
29 მაისი, 2023

Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო. უზბეკური ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ტაშკენტსა და ბათუმს შორის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.

Uzbekistan Airways-ი ასევე ოპერირებს ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე.

ავიაკომპანია საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით ასრულებს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.