ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვაქცინაციის ნელი ტემპი ტურიზმის აღდგენას დააყოვნებს – Galt & Taggart
19 აპრილი, 2021

ვაქცინაციის ნელი ტემპი ტურიზმის აღდგენას დააყოვნებს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვაში, რომელიც Galt & Taggart-მა გამოაქვეყნა. ამ ფონზე Galt & Taggart-ში პროგნოზირებენ, რომ 2021 წელს ეკონომიკური ზარდა 3.6%-ის დონეზე იქნება. 

“2021 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გვქონდა, თუმცა ვაქცინაციის ნელი პროცესი ტურიზმის აღდგენას დააყოვნებს.

შესაბამისად, 2021 წელს ჩვენ ვპროგნოზირებთ 3.6%-იან ეკონომიკურ ზრდას (რაც იყო ჩვენი პესიმისტური სცენარი, ხოლო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენის შემთხვევაში ჩვენი პროგნოზი 5.0% იყო).

ამასთან, ხელახალი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ზრდა ნაკლები იქნება (ჩვენი შეფასებით, წინა შეზღუდვების შედეგად ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარს კარგავდა)”, – განმარტავენ Galt & Taggart-ში.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.