ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები სახმელეთო გზით შემოსვლისას PCR ტესტს აღარ გაიკეთებენ
25 ნოემბერი, 2021

საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში გაიკეთეს, ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოსვლისას PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

ამის გარდა, საკოორდინაციო საბჭომ, რესტორნებს, რომლებიც სტუმრებს "მწვანე ბარათით" მიიღებს, საათობრივი შეზღუდვა მოუხსნა. კინოთეატრებსა და თეატრებში კი,  მაყურებლების 30%-ის ნაცვლად 50% დაიშვება. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.