ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Vere Blooms – რესტორანი თბილისში, სადაც კერძის მომზადება კულინარიული პერფორმანსია
18 დეკემბერი, 2017

Food Art კულინარიის მიმართულებაა, რომელიც ევროპაში საკმაოდ პოპულარულია. დასავლეთში ეს ხელოვნება რენესანსის ეპოქიდან იწყება. მისი „მიმდევრები“ თვლიან, რომ საკვები არტია და მნიშვნელოვანია არა მარტო გემო, არამედ მის ვიზუალური მხარე და გაფორმება.

თბილისის ცენტრში უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს რესტორანი Vere Blooms, რომლის კონცეფცია და ინტერიერი, როგორც თავად ამბობენ, აბსოლუტურად  განსხვავებულია ქართული რეალობისგან. მათი მთავარი მიმართულება სწორედ Food Art-ია.

 „ვფიქრობ, Food Art საუკეთესო შესაძლებლობაა განწყობის შესაქმნელად. სტუმრის შთაბეჭდილება კი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – ამბობს Vere Blooms-ის მფლობელი ეკატერინა თუშიშვილი.

ასევე აღსანიშნავია დარბაზის შუაგულში მდებარე გამჭვირვალე სამზარეულო. თითოეულ სტუმარს შეუძლია, მომზადების პროცესს, პროდუქტის დამუშავებიდან კერძის დასრულებამდე, ადევნოს თვალი.

 

„ეს ერთგვარი პერფომანსია, რომელიც სტუმრისთვის ძალიან საინტერესო სანახაობაა – უყურებ, როგორ მზადდება და „იხატება“ შენი კერძი. მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ნახოს, სად და რა პირობებში მზადდება მისი შეკვეთილი კერძი, რადგან ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია, – ამბობს ეკატერინა თუშიშვილი.

Vere Blooms გათვლილია სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზე, გურმანებისთვის – განსხვავებული არომატებით შექმნილი A La Carte  მენიუ, ღვინის მოყვარულებისთვის – ღვინის კუთხე ექსკლუზიური სახეობებით და სპეციალური ლანჩ მენიუ  საქმიანი ადამინებისთვის.

 

„შევქმენით ახალი ტიპის სამხარი, რომელსაც დავარქვით  – Smart Lunch, რადგან არ გთავაზობთ  ჩვენს მიერ აწყობილ ე.წ. კომბოებს, Vere Blooms-ში  თქვენთვის სასურველი ლანჩი თავად უნდა ააწყოთ  გემოვნებისა და ბიუჯეტის მიხედვით. ვცდილობთ, სხვადასხვა კატეგორიის სტუმრისთვის ვიყოთ საინტერესოები, მოქნილები და კომფორტულები.

MARKETER


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.