ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
VILLA PALACE: კოვიდ სასტუმროს სტატუსით მუშაობაზე შეთავაზებას განვიხილავთ
06 აგვისტო, 2021

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Villa Palace ამ დროისთვის დაკეტილია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ჯიშკარიანმა განუცხადა, სასტუმროს მენეჯმენტს არ ჰქონდა იმედი, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით აქტივობა იქნებოდა.

„სასტუმრო 61 ნომრიანია და არ გვქონდა იმედი, რომ გახსნის შემთხვევაში ნახევარი მაინც დაიტვირთებოდა. შესაბამისად, ხარჯის გაწევა არ გვიღირდა,“ - აცხადებს ჯიშკარიანი.

განიხილავს თუ არა  შეთავაზების შემთხვევაში სასტუმრო Villa Palace-მა  განაახლოს მუშაობა კოვიდ სასტუმროს სტატუსით, ჯიშკარიანი აცხადებს, რომ გააჩნია პირობებს.

შეგახსენებთ, გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა „დღეს არ განიხილება“ და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე მუშაობენ, რადგან ბოლო პერიოდში, რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი შემცირდა, ამიტომ სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა.

„საველე პირობებზე დღეს, კონკრეტული საუბარი არ არის. თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, სადაც დიდი სივრცეა, ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება და მისი გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს. თუმცა, ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.