ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„Welcome To Georgia - The Musical” ახალი, მეორე სეზონი სრული ანშლაგით გაიხსნა.
27 სექტემბერი, 2018

სამშაბათს, 18 სექტემბერს მუსიკისა და დრამის თეატრში მუსიკალური სპექტაკლის „Welcome To Georgia - The Musical” ახალი, მეორე სეზონი სრული ანშლაგით გაიხსნა.

მიუზიკლის პრემიერა თებერვალში შედგა და პირველ სეზონზე 18 წარმოდგენა ჩატარდა. სპექტაკლებს 2000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო, მათგან უმეტესობა უცხოელი სტუმარია 60 სხვადასხვა ქვეყნიდან.

ახალ სეზონზე წარმოდგენების განრიგია:

სექტემბერი: 18, 25

ოქტომბერი: 2, 9, 16, 23, 31

ნოემბერი: 6, 13, 21, 27

დეკემბერი: 4, 11, 18 

„Welcome To Georgia - The Musical” -  ინგლისურ ენაზე დადგმული მიუზიკლია, რომელიც მოგვითხრობს ამბავს საქართველოსა და ქართველების შესახებ. წარმოდგენა სპეციალურად ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის შეიქმნა და ის რეგულარულად ტარდება მუსიკისა და დრამის თეატრში.

სპექტაკლში მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებს, მოისმენს პოლიფონიურ /ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით და გაეცნობა საინტერესო ფაქტებს საქართველოზე, მათ შორის ინფორმაციას  ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათ-წესების, ღვინისა თუ ქართული სუფრის შესახებ.

მიუზიკლი 95 წუთს გრძელდება და ის აერთიანებს 15-ზე მეტ ქართულ სიმღერასა და ცეკვას, რომლებსაც 19 მსახიობი სცენაზე ცოცხალი შესრულებით წარმოგიდგენთ. დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზე სრულდება, ქართული ტექსტის შემთხვევაში კი მაყურებელი ინგლისურ ტიტრებს იხილავს.

მუსიკალური სპექტაკლი რომანტიული კომედიის ჟანრისაა და მისი ლეიტმოტივი ფრანგი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც კახეთში ვითარდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან: Check In Georgia, საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია. პროექტის მიზნია, სპექტაკლი საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის მათი კულტურული პროგრამის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

შემოქმედებითი ჯგუფი:

დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი – არჩილ სოლოღაშვილი; კომპოზიტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – რუსუდან მორჩილაძე; კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე; რეჟისორის ასისტენტი – გურანდა იაშვილი; სცენოგრაფი – გიორგი უსტიაშვილი;

პიესის ავტორები – ირაკლი კაკაბაძე, რატი წეროძე, ნათია ამირიძე, გურანდა იაშვილი;

პროექტის ავტორები და პროდიუსერები - ნათია ამირიძე, მიხეილ მაისურაძე.

სპექტაკლში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის 19 მსახიობი თამაშობს: ეკა დემეტრაძე, ლევან კახელი, ლაშა რამიშვილი, მარინა ჯოხაძე, გიორგი ყველაშვილი, ია შუღლიაშვილი, ნინო გომართელი, მაია წითლიძე, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი მოძმანაშვილი, ანა წერეთელი, ნინო მითაიშვილი, ანა ჯავახიშვილი, ანა ზამბახიძე, ნატა ბერეჟიანი, ანა ქურთუბაძე, გიგი ქარსელაძე, გიორგი ტორიაშვილი, ნიკა ნანიტაშვილი,

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ნათია ამირიძე, n.amiridze@musical.ge, www.musical.ge, 577 55 00 33

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.