ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Wizz Air-ი საქართველოს მიმართულებით გეგმებს სავარაუდოდ დღეს დაანონსებს
18 მარტი, 2021

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ზაფხულისთვის ემზადება და მომხმარებლებსაც იგივეს ურჩევს. ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით გეგმებს სავარაუდოდ დღესს დაანონსებს.

როგორც Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო აცხადებს, მგზავრებს სასურველი მიმართულებით ფრენა მაშინ შეეძლებათ, როცა ავიაკომპანიას ამის საშუალებას რეგულაციები მისცემს. ამასთან, მომხმარებლებს ბილეთის შეძენა WIZZ flex-ით შეუძლიათ, რაც თარიღის შეცვლის, ან რეისის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნების საშუალებას იძლევა.

ავიაკომპანიის ცნობითვე, Wizz Air-ი ფინანსურ სტაბილურობას ინარჩუნებს, ფრენა კი გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებად რჩება. ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით დეტალები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაცხადდება.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.