ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყაზახი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
23 აგვისტო, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგაზენებით საქართველოს ყაზახი ჟურნალისტები ეწვივნენ. ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდიის „მიტრაფილმი“-ს გადამღები ჯგუფი საქართველოს შესახებ გასართობ-შემეცნებით გადაცემას ამზადებს, რომელიც ყაზახეთის რამდენიმე სატელევიზო არხზე გადაიცემა და მილიონობით მაყურებელი იხილავს.

პრესტურის ფარგლებში ყაზახმა ჟურნალისტებმა თბილისი, მცხეთა, გორი, ბორჯომი, ქუთაისი და ბათუმი მოინახულეს.

სატელევიზიო სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს საზღვაო კურორტებს და ქართულ კულინარიას დაეთმობა.

ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია.

სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის 7თვეში ყაზახეთიდან საქართველოს 32 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინაწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.7%-ით მეტია.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.