ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
აჭარა
აჭარა

ბუნება- გეოგრაფია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შავი ზღვის სანაპიროზე. მისი სამხრეთი საზღვარი ემთხვევა თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და მიჰყვება შავშეთის ქედს; ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება მესხეთის ქედი, აღმოსავლეთით – არსიანის ქედი, დასავლეთით - შავი ზღვა. აჭარის ფართობი 2,9 ათასი კვ.კმ-ია, რაც  საქართველოს ტერიტორიის 4,2 % შეადგენს. აჭარის სანაპირო ზოლის სიგრძე 57 კმ-ია, მის გაყოლებაზე განლაგებულია ულამაზესი ზღვისპირა კურორტები და საკურორტო ადგილები: ფიჭვნარი, ქობულეთი, ბობოყვათი, ჩაქვი, ციხისძირი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, ბათუმი, გონიო, კვარიათი და სარფი.

აჭარის ძალზე საინტერესო გეოგრაფიულ რელიეფს ქმნის მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედები, რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2000-2500 მეტრია.

აჭარის უმაღლესი მწვერვალია ყანლის მთა (ზღვის დონიდან 3007 მეტრი), რომელიც არსიანის ქედზეა. ამავე ქედზეა გოდერძის ულამაზესი უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2025 მ).

მთიანი აჭარის როგორც ფოთლოვანი, ისე წიწვოვანი ტყეები ატყვევებს მნახველს. მთის კალთას შეფენილი ტანმაგარი ხეები უნიკალურ სანახაობას წარმოადგენს. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.