ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ასტრონომიული საათი
აჭარა

ასტრონომიული საათი

უნიკალურ არქიტექტურულ  ნაგებობაზე განთავსებული,  სპეციალური მექანიზმებით აღჭურვილი ასტრონომიული საათი საუცხოო სანახაობას წარმოადგენს. ჩვეულებრივი დროის ჩვენების პარალელურად, ის საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ ასტრონომიული ინფორმაციაც, კერძოდ, მზის, მთვარის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებისა და, ზოგჯერ, პლანეტათა განლაგებაც კი. ასევე, ის უჩვენებს მერიდიანს, ჰორიზონტს, მზის გადაადგილების მიხედვით მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს, მთვარის ასაკსა და მთვარის რეალურ მოძრაობას დედამიწის გარშემო. მთვარეს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია დედამიწის სასიცოცხლო ციკლში,  სწორედ ამიტომაა ასტრონომიული საათის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ერთდროულად სასარგებლოცა და საინტერესოც. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.