ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
სამცხე ჯავახეთი

ღირსშესანიშნაობები: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.

მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი, მდ. ხრამის (ქცია) ხეობა, სოფ. დაშბაშის მიდამოები. 1110-1448 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N41 35.651 E44 07.458

მისასვლი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წალკა. თბილისიდან წალკა დაშორებულია 88 კმ-ით; ხანგრძლივობა - 1 სთ და 40 წთ;
ქ. წალკა - სოფ. დაშბაში - 3,8 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;
სოფ. დაშბაში - დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი  - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ; 

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წალკაში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
ტელ: 571 22 05 85
ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge / amchedlidze@apa/gov.ge

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.