ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ფოლკლორი
აჭარა

ფოლკლორი

ქართული ფოკლორი ქართველი ერის იდენტობის საუკეთესო გამოხატულებაა. იშვიათია ქვეყანა, სადაც ფოლკლორული ტრადიციები ასეთი სიამაყითა დაცული. საქართველოს ყველა კუთხე წარმოდგენილია მათთვის დამახასიათებელი ცეკვებითა და პოლიფონიური სიმღერებით, რაც ქმნის სწორედ ქვეყნის კულტურის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობას. აჭარული ფოლკლორის ტრადიციები უძველესი დროიდან იღებს სათავეს, რასაც ცხადყოფს ჩვენში დღემდე შემორჩენილი აჭარული საკრავები: ჩონგური, ფანდური, დოლი, სტვირი, სალამური, ჭიპონი, რომელთა გამოყენებითაც იმართებოდა ხალხური დღესასწაულები. აჭარული ფოლკლორი ქართული, ფოლკლორის გამორჩეული ნაწილია. იგი მოიცავს უძველეს ქართულ ხალხურ სიმღერებს. მათ შორისაა”ოჰოი ნანა”,”აჭარული” და სხვა. ძველი ფოლკლორული სიმღერების ჩვენება იმართება სახალხო ზეიმების დროს, როგორიცაა შუამთობა (აგვისტოს პირველი კვირა, მაღალმთიან აჭარაში), კოლხობა (სარფი, აგვისტოს თვე), ტბელობა (აბუსერისძე ტბელის საპატივცემულოს სოფელი ხიხაძირში, გვიანი შემოდგომა). სიმღერები და ცეკვები ძირითადად საბრძოლო ან სუფრული ხასიათისაა. გამორჩეულია აჭარული ცეკვა თავისი წარმომავლობით, პლასტიკითა და ხასიათით. აჭარული ცეკვები “ხორუმი” და “აჭარული” – თითქმის მთელს  მსოფლიოშია ცნობილი. ასევე ორიგინალურობით გამოირჩევა აჭარული ტრადიციული სამოსი. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.