ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საერთაშორისო ფესტივალები
აჭარა

საერთაშორისო ფესტივალები

აჭარის რეგიონი  ქვეყნის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, სადაც  ყველაზე მნიშვნელოვალი კინო თუ მუსიკალური ფესტივალები იმართება. ყოველწლიურად ჯაზის მოყვარულები უკვე ტრადიციულად იკრიბებიან ბათუმში გამართულ „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე’’, სადაც საშუალება აქვთ მოუსმინონ მსოფლიოს სახელგანთქმულ ვარსკვლავებს. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კი შეუძლიათ სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით შესრულებულ კონცერტებსა და ფესტივალებზე დასწრება. ტრადიციულად ყოველ წელს, სექტემბრის თვეში, ბათუმში იმართება კინოს საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “Biaff’’’, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული რეჟისორები არიან წარმოდგენილნი.  მნიშვნელოვანი ფესტივალია ასევე ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი’’, რომელიც სექტემბერ-ოქტომბრის თვეში იმართება.

·         შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი BLACK SEA –  ივლისი

·         საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი "ერთა ხმა" - ივლისი-აგვისტო

·         ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“

·         ბათუმის თევზის  ფესტივალი - სექტემბერი

·         ბათუმის საავტორო საავტორო ფილმების საერთაშორისო კინო-ფესტივალი "BIAFF"  - სექტემბერი

·         ბათუმის მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო კინო-ფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი"- ოქტომბერი     

·         ოპერატორთა საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს თვალი“ - ოქტომბერი

·         ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი"- ოქტომბერი

·         "ჩვენებურების" ფესტივალი

·         სილამაზის კონკურსი მის-საქართველო“

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.