ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ხინოს სამონასტრო კომპლექსი
აჭარა

ხინოს სამონასტრო კომპლექსი

ხინოწმიდის ეკლესია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხინოში, მდინარე კინტრიშის სათავის, საკირიის ღელის პირასაა აღმართული. სოფლის სახელწოდების შესახებ ზეპირი გადმოცემა არსებობს, რომლის თანახმადაც ამ სოფელში ერთხელ თამარ მეფეს მოულხენია და სახელი “ხინო” დამკვიდრებულა. ხინოწმინდის ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელზე ყოფილა აგებული. ეკლესიის ეზო რიყის ქვებისაგან ნაგები გალავნითაა შემოსაზღვრული, აგების თარიღად X –XI საუკუნეები მიიჩნევა. აღსანიშნავია ხინოწმინდის ეპარქიის ჩამოყალიბების ისტორია, რომელიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უკავშირდება. ამ დროს დასავლეთ საქართველოს სამი საეკლესიო ოლქი – ლაზიკა, აფხაზეთი და ჯიხეთი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ფარგლებში შედიოდა. ისტორიული წყაროები ცხადყობს, რომ ხინოწმინდაში საუკუნეების განმავლობაში “იჯდა ეპისკოპოსი მწყემსი ხინოს წყლის სამხრეთისა ჭოროხამდე”. ხინოწმინდის საეპისკოპოსო კათედრამ არსებობა ოსმალთა შემოსევის დროს შეწყვიტა. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.