ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
MICE - ტურიზმი აჭარაში
აჭარა

MICE - ტურიზმი აჭარაში

ბოლო წლებში აჭარის რეგიონში წარმატებით ჩატარებულმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო დონის ღონისძიებებმა ჩვენ რეგიონს, როგორც MICE-ტურიზმის ცენტრს წარმატებით გაუთქვა სახელი საერთაშორისო ბაზარზე. ახალი პროექტები, რომლებიც მიმართულია რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისაკენ,  ხელს უწყობს საერთაშორისო დონის გამოფენების და ღონისძიებების ჩატარებას, იზიდავს MICE-სექტორში მომუშავე პროფესიონალებს არამარტო ზაფხულის პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. აჭარის რეგიონმა მოიპოვა კულტურული ცენტრის სტატუსი და იგი ყოველწლიურად მასპინძლობს მნიშვნელოვან კულტურულ თუ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, საერთაშორისო მუსიკალურ თუ კინო ფესტივალებს.

 ,,ბათუმის აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა’’ - გამოფენაზე წარმოდგენილია საკვები პროდუქტები, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები, მანქანა–დანადგარები, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სხვა. აქვე მოგეცემათ საშუალება გაეცნოთ უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს სოფლის მეურნეობის დარგში. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ აგროსასურსათო სექტორში დასაქმებული, როგორც ადგილობრივი,ისე უცხოურ კომპანიათა წარმომადგენლები.

ბათუმის საერთაშორისო სამშენებლო და დიზაინის გამოფენა’’- გამოფენაში მონაწილე კომპანიებს საშუალება აქვთ გააცნონ თავისი პროდუქცია თუ სერვისი ფართო მომხმარებელს, გაცვალონ ბიზნეს კონტაქტები და გაეცნონ სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებს.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.