ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ნურის ტბა
აჭარა

მოკლე აღწერა: XIX საუკუნეში წარმოადგენდა ჭაობიან ტერიტორიას. 1933 წელს ქალაქის ბაღი ბავშვთა პარკად გადაკეთდა. მოხდა პარკისა და ტბის ნაპირების კეთილმოწყობა. არხით უკავშირდებოდა შავ ზღვას. 1947 წელს ტბაში პირველი გემი „პიონერი“ ჩაუშვეს, ხოლო 1988 წლის 28 ოქტომბერს გემი „აისი“. მდიდარია თევზით, მათ შორის მოიპოვება სქელშუბლა, კობრი და სხვა. ნაპირთან გაშენებულია 6 მაისის სახელობის პარკი. ნურის ტბას არაერთი ლეგენდა და ისტორიული ფაქტი უკავშირდება.

დამატებითი ინფორმაცია: ნურის ტბა (ყოფ. პიონერთა ტბა; სხვა სახელწოდებებია: ნური-გელი ან გელ-ბაში) — ოვალური ფორმის ბუნებრივი წარმოშობის ტბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 0,2 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,07 კმ², აუზის ფართობი 0,10 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5,1 მ, საშუალო სიღრმე 3,42 მ. წყლის მოცულობა 0,24 მლნ მ³. უმეტესწილად საზრდოობს მიწისქვეშა წყლით. ლაგუნური წარმოშობისაა.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.