ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ქობულეთი
კატეგორიები
კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი აჭარის შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. არქეოლოგთა მიერ ქობულეთის სანაპირო ზოლში აღმოჩენილი ანტიკური ხანის ნივთები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე II-I ათასწლეულებში არსებობდა მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა შავიზღვისპირეთის
სხვა დასახლებულ პუნქტებთან. პლაჟსა და ქალაქის დასახლებულ ნაწილს შორის რამდენიმე ათეული მეტრი სიგანის სანაპირო ზოლია ფიჭვის მძლავრი კორომებით. ფიჭვნარი ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების დაავადებებისთვის უებარ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევა. ამჟამად ქობულეთს შესანიშნავად აწყობილი საკურორტო ინფრასტრუტურა აქვს - ბოლო წლებში იქ უამრავი ახალი დასასვენებელი სახლი და საოჯახო სასტუმრო აშენდა. ქობულეთის უგრძესი, 12 კმ-იანი წვრილფრაქციული სანაპირო პლაჟი, მზის უხვი რადიაცია, ზღვის წყალი, ფიჭვნარი და ნოტიო სუბტროპიკული ჰავა შესანიშნავ პირობებს ქმნის დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის. კურორტი სეზონზე 100 000-მდე ტურისტს მასპინძლობს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მოიპოვება ქლორიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომლის პოტენციალი ოდეღაც აქტიურად გამოიყენებოდა. კურორტის სიახლოვეს არის სამი დაცული ტერიტორია: ქობულეთისა (შეიქმნა 1999 წელს, ფართ. 770 ჰა) და კინტრიშის (შეიქმნა 1959 წელს, ფართ. 13 893 ჰა) დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი (შეიქმნა 2006 წელს, ფართობი 15 806 ჰა). დაცული ტერიტორიების მთიანი რელიეფი რამდენიმე ჰიფსომეტრიულ საფეხურს მოიცავს, რაც მის ბუნებრივ მრავალფეროვნებას განაპირობებს. აქ შესანიშნავი ადგილებია საწყლოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე
დაკვირვების ტურებისთვის.
 
1. სასტუმრო ჯორჯია პალას ჰოტელის~ პლაჟი
2. წაბლნარას ჩანჩქერი მტირალას ეროვნული პარკში. პარკში მდებარე მთა მტირალა (სიმაღლე ზ. დ. 1381 მ) ყველაზე
უხვნალექიანი ადგილია საქართველოში. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 4520 მმ-ს შეადგენს. აქედან მოდის მთის
სახელწოდება  - მტირალა.
 
მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო ზოლი, აჭარაიმერეთის ქედის ფერდობები.
მანძილი: ბათუმიდან – 30 კმ, თბილისიდან – 335 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან: 5 მ.
რელიეფი: ვაკე.
კლიმატი: სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშ. ტემპერატურა 50C. ზაფხული ცხელი, აგვისტოს საშ. ტემპერატურა 230C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2514 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 81%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: უნიკალური ქვიშის პლაჟი და მიკროკლიმატი.
მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში.
სამკურნალო ჩვენებები: ნერვული და გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემების, სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური
დაავადებები, სისხლნაკლებობა და რაქიტი.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.