ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სოფლად (რურალ) ტურიზმი
აჭარა

სოფლად (რურალ) ტურიზმი

აჭარის თვალწარმტაცი ბუნება, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და სტუმართმოყვარე მოსახლეობა სოფლად ტურზმის განვითარების საუკეთესო წინაპირობაა.  სოფლად ტურიზმის განვითარებისათვის  აჭარის  სოფლებში შერჩეული იქნა ტურისტული მეურნეობები, სადაც ტურისტებს საშუალება აქვთ დატკბნენ სოფლად ტურიზმით და ჩაერთონ სხვადასხვა  საქმიანობებში, როგორიცაა: მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ხალხური რეწვის  სახეებს: ხის მერქნით დაწნული ნივთების დამზადებას, ხის და ქვის დამუშავებას, საკრავი და სამუშაო ინსტრუმენტების დამზადებას და რაღა თქმა უნდა, რთვა-ქსოვას. აქ თავისუფლად შეიძლება ისიამოვნოთ ისეთი გასართობებით, როგორიცაა ჰაიკინგი, თრეკინგი,  ცხენოსნობა, ველოტურები და  კლდეზე ცოცვა.    ტურისტებს ასევე საშუალება ეძლევათ იჯირითონ ცხენზე, ინადირონ, ითევზაონ, მოაწყონ ლაშქრობები თუ დააგემოვნონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული ადგილობრივი კერძები. ასევე შესაძლებელია ადგილობრივი ღირშესანიშნაობების დათვალიერება. ჩვენი რეგიონი მდიდარია თავისი წარსულით, რომელიც ძველი ციხეების ნანგრევებშიღაა შემორჩენილი. მრავლად არის თამარ  მეფის დროინდელი თაღოვანი ხიდები. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.