ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
შიდა ქართლი
შიდა ქართლი
ისტორიული ექსკრუსი
 
    ანტიკური ხანის ავტორთა ცნობები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები გვიდასტურებენ, რომ შიდა ქართლის რეგიონში   ლამისყანისა  და მდინარეების კავთურასა და თეძამს შორის მოქცეულ ტერიტორია ჯერ კიდევ პალეოლოთურ ხანაში ყოფილა ადამიანით დასხლებული. 
    შიდა ქართლის ტერიტორია ინტენსიურად იყო დასახლებული ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. III ათასწ. დას). მოსახლეობა ცხოვრობდა გორებზე (ხიზანაანთგორა, ქვაცხელები და სხვა), ლასტით და ალიზით ნაგებ შენობებში. 
    რეგიონის მოსახლეობის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მიწათმოქმედება იყო. მიკვლეულია მარცვლეულის მრავალი სახეობა. ხიზანაანთ გორაზე დადასტურებულია ყურძნის წიპწები. განივთარებულია მესაქონლეობა და სპილენძის მეტალურგია. დაწინაურებულია კერამიკული წარმოება და ფეიქრობა.
   ნაცარგორა, ნარეკვავი, კავთისხევი, უფლისციხე უძველესი არქეოლოგიური ძეგლები შიდა ქართლის მიდამოებში, სადაც მიკვლეულია ხალხთა კულტურული განვითარების ეტაპების ამსახველი არქეოლოგიური მასალები.
    შ ი დ ა ქ ა რ თ ლ ი, როგორც სახელმწიფოებრივი  წარმონაქმნი ადრინდელ ანტიკურ ხანაში ზ ე ნ ა ს ო ფ ე ლ შ ი წარმოიშვა. მისი ცენტრი უ ფ ლ ი ს ც ი ხ ი ს (ძვ.ქართ. ქრონიკაში მოხსენიებულია, როგორც კასპის ციხე) მიდამოებში უნდა ყოფილიყო. ამავე ხანის მნიშვნელოვან ცენტრებადაა დასახელებული: სარკინე თავისი «ციხედიდით», ურბნისი და ოძრხე. 
   ძვ.წ. IV-IIIსს. მიჯნაზე ფარნავაზის მეთაურობით შეიქმნა იბერიის (ქართლის) სამეფო, რომლის ცენტრიც იყო მ ც ხ ე თ ა. 
   მემატიანეს სიტყვით “ესე ფარნავაზ* იყო მეფე ქართლისა ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა ირაცხუებოდა სხვა ენა ქართლსა შინა (ქართლში იგულისხმება მთლიანი საქართველო) თვინიერ ქართულისა და შექმნა მწიგნობრობა ქართული.»
   ფარნავაზმავე დაყო ქვეყანა საერისთავოებად და შიდა ქართლი ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მოაქცია სპასპეტით სათავეში.
    ანტიკური ქართლის სახელმწიფოში, რომელიც ადრეკლასობრივი ან პროტოფეოდალური ბუნებისა იყო, IVს-დან ყალიბდება ფეოდალური ურთიერთობები. 
       IVს-ის 30 წლები - ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
       შიდა ქართლის ისტორია უკავშირდება დიდ რომსა და პართიას, ბიზანტიასა და ირანს შორის გაჩაღებული ბრძოლების ისტორიას. 
   აქ გაიარეს არაბებმა, მონღოლებმა, ირანელებმა რაც დროთა განამვლობაში ხელს უშლიდა სახელმწიფოს განივთარებას. 
     თემურ-ლენგის ლაშქრობის შემდეგ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაქვეითებული ერთიანი ფეოდალური საქართველო XVს. მიწურულს დაიშალა სამეფო-სამთავროებად.
     ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა. 
     მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო ქსნის საერისთავო (XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის საერისთავო (XIVს.), საციციანო (XVს.), საამილახვრო (XVს.), საჯავახო (XVს.),  სამაჩაბლო (XVს.), სამუხრანბატონო (XVIს.). 
    XVI საუკუნიდან ქართლი იყოფა ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად. 
    Xს. II ნახევარში ძ ა მ ი ს  ც ი ხ ი ს მფლობელი «ადარნასე ძამელი მთავარი” კლდეკარის ერისთავი რ ა ტ ი, რომელიც ფლობდა ატენის ციხეს, მტკვირს სამხრეთით მდებარე ქვეყანას, თრიალეთს, მანგლისისხევსა და სკვირეთს).
   მთისა და ბარის ურთიერთშერწყმის ტენდენციის შედეგად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წარმოიქმნა ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული “ქვეყანა” ცენტრით უ ფ ლ ი ს ც ი ხ ე შ ი, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეორე “ქვეყანა” – რატი ბაღვაშის საერისთავო, რომლის ცენტრი ა ტ ე ნ შ ი იყო.
    ოსმალების შიდა ქართლში შემოსვლის შემდეგ, გ ო რ ი ს ც ი ხ ე მათ საყრდენ ბასტიონს წარმოადგენდა. სიმონ მეფის მეთაურობით ქართველებმა გორი გაათავისუფლეს, მაგრამ ოსმალების განდევნას ქართლიდან ყიზილბაშების შემოჭრა და მათი გაბატონება მოჰყვა აღმოსავლეთ საქართველოში. 
    ირან – ოსმალეთის ომის დროს საქართველოს ახალციხის მხიდან მოულოდნელად შემოესივნენ ყირიმელი თათრები. გიორგი სააკაძემ და ქართველთა ლაშქარმა ც ხ ი რ ე თ თ ა ნ ბრძოლა მოიგო. 
  ამავე საუკუნის 30-იან წლებში გამაჰმადიანებული მეფეები მართავენ ქვეყანას.
   ამ პერიოდში როსტომ-ხანის მიერ დაარსდა ა ხ ა ლ ქ ა ლ ა ქ ი დღევანდელ კასპის რაიონში. ეპოქის მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობები: გორის, სურამის, ალის, ქსნის, ციხეები.
   ოსმალობისა და ყიზილბაშობის პერიოდების გავლის შემდეგ, რუსეთის იმპერიამ დაიპყრო საქართველო. მისი თავდაპირველი მეზობლური პოლიტიკის შედეგი იყო აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის იმპერიისთვის შეერთება. შიდა ქართლის მხარე გორის მაზრად გადაიქცა. 
   ამავე პერიოდში ოსი მოსახლეობის სიმრავლის  საბაბით კავკასიის ჩრდილოეთიდან მრავალი ოსი ჩამოასახლეს შიდა ქართლის ტერიტორიაზე. 
   1922 წელს  საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა. 
  1990 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა ოლქის სტატუსი, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
   ცხივნალის რეგიონი დღეს სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს. 
   2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცხინვალის რეგიონი რუსი ოკუპანტების მიერ არის დაკავებული. საქართველოს ხელისუფლება მოგზაურებს ურჩევს მოერიდონ ცხინვალის რეიგონში შესვლას, რადგანაც ვერ იძლევა მათი უსაფრთხოების გარანტიას.
 
ავტორი: თემურ ხუციშვილი
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.