ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სხალთის მონასტერი
აჭარა

სხალთის მონასტერი

ცნობილია, რომ სხალთის რეგიონი შუა საუკუნეებში საკმაოდ დაწინაურებული იყო. აქ გადიოდა აჭარიდან არტაანისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა. სხალთის მონასტერი შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურის მეტნაკლებად თავდაპირველი სახით მოღწეული ნიმუშია აჭარაში. კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს სხალთის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ერთნავიანი, დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ეკლესიის აშენების შესახებ ისტორიულ წყაროებში ცნობები არ მოიპოვება. ხალხური თქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებენ. მხატვრულ-სტილისტური თავისებურებებით ჩანს, რომ სხალთის მონასტერი აგებული უნდა იყოს მე-13 საუკუნის შუა ხანებში. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს სამლოცველო-საძვალე, ე.წ. სხალთის მცირე ეკლესია. გამორჩეულია სხალთის მონასტრის ფრესკები, რომლებიც უფრო გვიანდელი პერიოდს, XIV-XV საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს. მოხატულობა ეფუძნება ქართული კედლის მხატვრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და  თანადროული ბიზანტიური კედლის მხატვრობის სიახლეებს.  მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მონასტრის ფრესკებს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.