ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
წმინდა ბარბარეს ეკლესია
აჭარა

წმინდა ბარბარეს ეკლესია

წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი ბათუმის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეკლესიის მშენებლობა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III უშუალო დაფინანსებით 1888 წელს დაიწყო და 1906 წელს დასრულდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი გაუქმდა და თავისი ტერიტორიებით სამხედრო ჰოსპიტალს გადაეცა. 1997 წლის 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე აღდგენილი ტაძარი საზეიმოდ აკურთხა ბათუმის და სხალთის ეპისკოპოსმა (ამჟამად ბათუმის,ლაზეთის და ჩრ.ამერიკის მიტროპოლიტი) დიმიტრიმ საქართველოს წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.