ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
სამცხე ჯავახეთი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარ­­კი, თავისი სტატუსით, პირველი დაცული ტერიტორიაა კავკასიაში. იგი XX საუკუნის ბოლოს შეიქმნა და ფართობით (600-ზე მეტი კმ2) ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორიაა. იგი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში ქ. თბილისიდან დასავლეთით, 140 კმ მანძილზე. 
ეროვნული პარკი რამდენიმე ფიზიკურ-გეოგ­რაფიული და ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის მიჯნაზე მდებარეობს, რაც განაპირობებს მის არა მარტო ბუნებრივ, არამედ ეთნოგრაფიულ მრავალფეროვნებას. მის ფარგლებში და უშუალო სიახლოვეს წარმოდგენილია საშუალო მთის კოლხური ტყის მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი, წიფლნარი, რცხილნარ-წიფლნარი, წიფლნარ-მუქწიწვოვანი და ზედა მთის ტყის ლანდ­შაფტები. ამის გამო, იგი უმნიშვნელოვანეს გეოეკოლოგიურ კვანძს წარმოადგენს კავკასიაში და რეგიონის დაცული ტერიტორიების ერთიანი ქსელის ფორმირების არსებითი რგოლია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მცენარეულობის განაწილება ეფუძნება როგორც სითბოს, ისე სინოტივის განაწილებას. მის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში ნალექების რაოდენობა 1000 მმ-ია, ხოლო აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში 2-ჯერ ნაკლები. ნალექების ამგვარი განაწილება ბუნებრივი პირობების კონტრასტულობას, საბოლოო ჯამში კი სხვადასხვაგვარი ლანდშაფტების სწრაფ მონაცვლეობას განაპირობებს. 
ლანდშაფტების ცვლა, გარდა ნალექების განაწილებისა, თვალსაჩინოა ადგილის სიმაღლის და ექსპოზიციის ცვლილებასთან ერთად. ეროვნული პარკის ტერიტორიის შეფარდებითი სიმაღლე 1500 მ-ს აღწევს. აქ ფართოფოთლოვან ტყეებს ჯერ შერეული, შემდგომ წიწვოვანი და მაღალი მთის ტყეები ცვლის. ფართოდაა გავრცელებული სუბალპური და ალპური მცენარეულობა, რისი მონახულებაც მცირე მანძილზე გადაადგილებითაა შესაძლებელი.
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვხვდებით ფლორის ისეთ სახეობებს, როგორიცაა: წაბლი, კოლხური მუხა, უთხოვარი, ნაძვი და სოჭი. ფაუნის სახეობებიდან მნიშვნელოვანია კავკასიური კეთილშობილი ირემი (ჩერვუს ელაპჰუს), შველი (ჩაპრეოლუს ცაპრეოლუს), მთის არწივი (Aქუილა ცჰრყსაეტუს ფულვა), ორბი (Gყპს ფულვუს ფულვუს), სვავი (Aეგყპიუს მონაცჰუს) და კავკასიური როჭო. 
ეროვნული პარკი კარგადაა ორგანიზებული ტურიზმის სხვადასხვა სახეობისთვის. მის სიახლოვესაა ბორჯომის მინერალური წყლები, სამთო-კლიმატური კურორტი ბაკურიანი, ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის ძეგლები, IX-X საუკუნეების რამდენიმე ცნობილი ეკლესია და ციხესიმაგრე.
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.