ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი
კატეგორიები
სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი
კატეგორია: ზამთრის ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

თუ ჯერ არ ყოფილხართ ბაკურიანში, აუცილებლად უნდა ეწვიოთ მას. ეს ნამდვილად პატარა ზღაპრული ადგილია საქართველოში.  ბაკურიანი  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო- სათხილამურო  კურორტია, სადაც  ყოველწლიურად  ათეულათასობით ტურისტი ჩამოდის, რათა დაისვენონ, ისიამოვნონ თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალით. ისიამოვნეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს სამთო-სათხილამურო კურორტზე საუკეთესო დასვენებით .

ტურის ხანგრძლივობაა 6 ღამე/ 7 დღე. იგი განეკუთვნება კატეგორიას “ზამთრის ტურები”. ტურის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეწვიონ კურორტს, ისრიალონ თხილამურებზე, დატკბნენ ზამთრის ბუნების განუმეორებელი პეიზაჟებით, ღამე გაათენონ საოჯახო ტიპის კომფორტაბელურ სასტუმროში, ტურის საფასურში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება. ტური იდეალურია განტვირთვისა და აქტიურად დასვენებისათვის.

მარშრუტი: თბილისი (ქუთაისი) – ბაკურიანი – თბილისი(ქუთაისი)

ტურის სახეობა: სათხილამურო,  ექსტრემალური;

სატრანსპორტო საშუალება: მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება (ჯიპი, მინივენი)

კვება: სასტუმროში ( სამჯერადი )

განთავსება: სასტუმრო

ტურის ხანგრძლივობა: 7 დღე/ 6 ღამე

მანძილი: ერთი მიმართულებით 190 კმ.

მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 3 სთ.

ტური მოიცავს:

  • ტრანსფერი

  • ტრანსპორტირება – თბილისი – ბაკურიანი – თბილისი

  • განთავსება

  • კვება (სამჯერადი)

  • გაცნობითი ექსკურსია ბაკურიანში

  • ერთჯერადი უფასო გაკვეთილი ინსტრუქტორისგან თხილამურებით სრიალის მსურველთათვის

  • დაზღვევა

დამატებითი ინფორმაცია

  • საბაგირო მუშაობს 10:00 – 18:00 საათებში

  • ჯგუფის მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.

  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით.

საჭირო აღჭურვილობა

  • მოსახერხებელი სპორტული, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და შარვალი;

  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი, ქუდი და ხელთათმანები;

  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, მზის დამწვრობისგან დამცავი გელი.

ტურის საფასურში გათვალისწინებული არ არის:     

  • თხილამურებზე სრიალისათვის საჭირო აღჭურვილობა; (მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია აღჭურვილობის წინასწარ დაკვეთა)

  • საბაგირო გზების საფასური;

დაჯავშნეთ თქვენი სათხილამურო დასვენება კურორტ ბაკურიანში ახლავე, რათა დარწმუნდეთ, რომ არ გამოტოვებთ მას. შესაძლებელია ტურის როგორც ხანგძლივობის, ასევე მარშრუტის და მომსახურებების ჩამონათვალის ცვლილება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე, რაც გავლენას იქონიებს ტურის ღირებულებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის  და ტურის დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით. 



ფოტო გალერა
ინფორმაცია არ არის


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.