ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ლაშქრობა
კატეგორიები
ლაშქრობა
კატეგორია: ექსტრემალური ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

ლაშქრობა, ეს ერთი შეხედვით სახალისო და სასიამოვნო პროცესი შესაძლოა წამებში გადაგექცეთ ყველაზე საშინელ და აუტანელ ტანჯვად, რაც კი ცხოვრებაში განგიცდიათ.ამიტომ ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორების დახმარებით საშუალებას გაძლევთ, აღმოაჩინოთ საქართველოს ველური ბუნება, ხოლო  სურვილის შემთხვევაშ  როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფის შემადგენლობაში შეგასწავლით  ველურ ბუნებაში მოქმედებას და თვითგადარჩენას.  

გამოცადეთ თავი ექსტრემალურ სიტუაციებში, შეხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, დააგემოვნოთ ქართული კერძები და სახელგანთქმული ქართული ღვინოები, მოინახულოთ კულტურული ღირსშესანიშნაობები და საქართველოს დაცული ტერიტორიები.

ქართული სტუმარ-მასპინძლობის უკეთ გასაცნობად ტურის დროს გთავაზობთ ღამისთევას  საოჯახო და პატარა ზომის სასტუმროებში. ჩვენთან  შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ მრავალ საინტერესო ტურებს შორის და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მარშუტი.    ტურის დასრულების შემდეგ კი საშუალება გაქვთ  შეუკვეთოთ პიკნიკი. 

მძაფრი  შეგრძნებების  მოყვარულებს ექსტრემი ყოველთვის აღაფრთოვანებს. ბევრ ადამიანსაც  უნდა მსგავსი სპორტის სახეობებში თავის მოსინჯვა, თუმცა, როგორც წესი, შიშს ნებდებიან და ჩერდებიან. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახალ შეგრძნებებს ეძებენ და ამისთვის მზად არიან გადადგან რისკიანი ნაბიჯი და გამოცადონ საკუთარი ძალები.

თუ თვლი, რომ ხარ ავანტურისტი, პასუხისმგებლიანი, რისკიანი და გსურს საკუთარი ძალების გამოცდა, თამამად შემოგვიერთდით  ჩვენ, გაიარეთ ტური ჩვენთან ერთად და მიიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება.  

 

დაწვრილებით ინფორმაციას  და ფასებს  ტურის  შესახებ  მოგაწვდით მოთხოვნის შესაბამისად.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.