ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სამ დღიანი სათავგადასავლო – შემეცნებითი ჯიპ ტური თუშეთში
კატეგორიები
სამ დღიანი სათავგადასავლო – შემეცნებითი ჯიპ ტური თუშეთში
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

სამ  დღიანი სათავგადასავლო – შემეცნებითი  ჯიპ ტური  თუშეთში. თბილისი, თელავი, ალვანი, ომალო – 8 საათში დაფარული 260-მდე კილომეტრი. სუნთქვის შემკვრელი ხედები და სახიფათო გზები…მშვიდად ვარ, რაღაც საოცრების მოლოდინში დრო თითქოს სწრაფად გადის. ქალაქის ხმაურს და რიტმს გაქცეული სხვა სამყაროში ვგრძნობ თავს. თითქოს ეს არც ჩემი ქვეყანაა და  საერთოდ, რასაც ვუყურებ რეალური არ არის. ვუყურებ და არ მჯერა, რომ ეს საქართველოა. ვუყურებ და ვფიქრობ, რა ამაყი ვარ. ალვანიდან რომ თუშეთის უღელტეხილებს დაადგები, გრძნობ როგორ იმატებს ადრენალინი და  ჰაერში გაშეშებული თითებით ხვდები რომ დაძაბული ხარ. ცდილობ ბოლომდე აღიქვა, ბოლომდე შეიგრძნო ეს სილამაზე.სიმაღლეები იმატებს და იმატებს; მიხვეულ-მოხვეული გზები აღარ მთავრდება. წინ კიდევ უფრო დიდი ემოციები და ექსტრიმია. ჩქარა სიარული თითქმის შეუძლებელია. მთის გრუნტით და ნაშალი ქვებით დაფარულ ვიწრო გზებს გადმომდინარე ჩაჩქერები კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის. და მაინც, რა არის განსაკუთრებული თუშეთში?

სანახავი ობიექტები:

  • ალავერდის მონასტერი

  • ომალო

  • შენაქო

  • დიკლო

  • კესელოს ციხე

  • დართლო

  • ფარსმა

  • ჭონთიო

  • გირევი

  • დოჭუ

  • ბოჭორმა

  • მთის ერთი წერტილიდან ხელის გულზე გადშლილი თუშეთის ოთხი ხეობა

ტურის განრიგი

დღე 1 – გამგზავრება კახეთის მიმართულებით – ალავერდის მონასტერი – ომალოს – შენაქო – დიკლო – კესელოს ციხე – თავისუფალი საღამო და ღამისთევა  ომალოში – კარვებში/კოტეჯში

ალავერდის მონასტერი – „ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. დღეს არსებული ალავერდის მონასტერი XI ს-ის პირველ მეოთხედში აშენდა და მნიშვნელოვან სამონასტრო ცენტრად ჩამოყალიბდა.  ძველი ომალო – ანუ კესელოს ციხე აშენებულია XVIII საუკუნეში. ომალო დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს და უგზოობის გამო ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია. სოფელი ომალო შესულია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიაში.შენაქო – მდებარეობს თუშეთში პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. სოფელში ზაფხულობით რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. სოფლის გარშემო სათიბები და უნიკალური ფიჭვის ტყეებია. სოფლის ცენტრში, სალოცავთან ახლოს, მეცხრამეტე საუკუნის ეკლესია დგას. დიკლო – ომალოსთან ახლოს მდებარე სოფელია თუშეთში, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს ზაფხულობით. აქ ხშირი კლოდოვანი ფიჭვნარია, სადაც ბინადრობენ დედამიწის უიშვიათესი ცხოველები ჯიხვი და ნიამორი. დიკლოსთან ახლოს გოგირდის მინერალური წყლებიცაა, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები. სოფელ დიკლოს შუაგულში სალოცავი დგას, სადაც როგორც წესი, ქალის შესვლა არ შეიძლება. სოფელთან ახლოს მდებარეობს დიკლოს ციხე-სიმაგრე;

დღე 2 – დართლო – ფარსმა – ჭონთიო – გირევი; თავისუფალი საღამო და ღამისთევა გირევში კარვებში;

დართლო – ძალიან დიდი ისტორიის მქონე სოფელია. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. მიმოსვლა შესაძლებელია ცხენის ბილიკით და საჰაერო გზით. სოფელი დართლო თუშეთში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თავისი არქიტექტურული ანსამბლითა და საერთო ლანდშაფტით. სოფელი გაშენებულია კლდოვანი მთის კალთებზე. უბნები დაკავშირებულია ქვით ამოშენებული ბილიკებითა და გაჭრილი გასასვლელები; ფარსმა – კვავლო – ჭონთიო –გირევი – უძველესი ისტორიის მქონე სოფლები. განსხვავებული არქიტექტურით – პირამიდულ სახურავიანი კოშკებით. უბნები ერთმანეთთან დაკავშირებულია ქვის ბილიკებით. გამორჩეული სამსართულიანიანი საცხოვრებელი სახლები, რომელებიც აივნების სიუხვით გამოირჩევიან. სოფლები გაშენებულია კლდის ქიმზე. კვავლოდან თუ ავყვებით დიდხევის ხეობას თქვენ გელით კავკასიონის ქედის თვალწარმტაცი ხედი.

დღე 3 – ბოჭორმა – დოჭუ – გამომგზავრება თბილისის მიმართულებით -თუშეთის პანორამული ხედები –  თელავი – თბილისი;

ტურის დეტალები:

– ტურის სახეობა: სათავგადასავლო – შემეცნებითი ჯიპტური

– სატრანსპორტო საშუალება: მაღალი გამავლობის მიცუბიში დელიკა/ Mitsubishi Delica

– მარშრუტი: თბილისი – თელავი – ომალო – გირევი – თბილისი

– ხანგრძლივობა: 3 დღე / 2 ღამე

– შეხვედრისა და გასვლის ადგილი და დრო: 06:00 სთ / მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია

– ტურის ღირებულება 250 ლარი

ფასში შედის:

–       ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით

–       განთავსება კარვებში /სასტუმრო

( სასტუმროში განთავსების შემთხვევაში გვაცნობეთ ერთი კვირით ადრე)

–       კვება (საუზმე, ვახშამი)

–       გიდი / გამყოლი

–       პირველადი სამედიცინო დახმარება:

გასათვალისწინებელი საკითხები :

  • შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.

  • თან იქონიეთ პირადობის მოწმობა

  • ჩაცმულობა სალაშქრო (სპორტული).

  • თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.

  • ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .

  • ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.