ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სალაშქრო – სათავგადასავლო ტური ჯუთაში
კატეგორიები
სალაშქრო – სათავგადასავლო ტური ჯუთაში
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

სალაშქრო – სათავგადასავლო ტური ჯუთაში. გამოგვყევით სამყაროს სხვენზე! ეს უნდა ნახოთ , რომ დაიჯეროთ …
არსებობს სხვა , საოცარი განზომილება დედამიწაზე , სადაც დაჰყურებ ბუნების ნამდვილ საოცრებას და გული სიამაყით გევსება. უეცრად თითქოს დრო ჩერდება. თვალს ხარბად ავლებ ბუნებას და თანდათან, უფრო მძლავრად აღიქვამ მის მშვენიერებას. თუ თქვენ გიყვართ უკიდეგანო სივრცე და ცამდე აწვდილი მთები , მაშინ ეს ტური თქვენთვისაა… იფრინეთ სივრცის გადაღმა და იპოვეთ თავის’უფლება ჯუთაში… მოდით ჩავკიდოთ ხელი და წავიდეთ იქ სადაც მარადისობის სუნთქვას გრძნობს სული.

სანახავი ობიექტები :
• გუდაურის გადასახედი
• სნოს ციხე
• ქართველი მწერლების გიგანტური ქანდაკებები სოფელ სნოში
• სოფ. ჯუთა -ჭაუხები
• ჯუთას ჩანჩქერი
• ჯუთას ტბა

ტურის დეტალები:

– ტურის სახეობა: სალაშქრო – სათავგადასავლო

– ტრანსპორტი: მიკროავტობუსი

– მარშრუტი: თბილისი – გუდაური – ჯუთა – თბილისი

– ტურის სირთულე: მარტივი, ამინდის გაუარესების შემთხვევაში საშუალო სირთულის.

– ფეხით გასავლელი მანძილი: 10 კილომეტრი

– ხანგრძლივობა: 1 დღე

ფასში შედის::

  • ტრანსპორტირება

  • ინსტრუქტორთა ჯგუფი

  • ბუნებაში თვითგადარჩენის ინსტრუქტაჟი

  • პირველადი სამედიცინო დახმარება

  • სამწვადე და შოთი (დანარჩენი საკვები ყველას მოგვაქვსი ნდივიდუალურად.)

  • ინტელექტუალური გასართობი თამაშები

გასათვალისწინებელი საკითხები :
შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.
ჩაცმულობა  სალაშქრო  (სპორტული).
თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.
ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .
ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.