მე ვარ მაია მდივნიშვილი, პროფესიით ფილოლოგი და ხელოვნებათმცოდნე.ვმუშაობ გიდად უკვე 20 წელია. მაქვს მონიჭებული წლის საუკეთესო გიდის წოდება. გიდობა ავირჩიე იმის გამო, რომ მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. მიყვარს ასევე ჩემი ქვეყანა და ვცდილობ, ეს სიყვარული გადავცე და გავატანო საქართველოს სტუმრებს.
უამრავი მადლობის წერილი მაქვს მიღებული ტურისტებისგან, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ.