ქუთაისზე როცა მიდგება საუბარი მახსენდება ფრაზა კინოფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა"- "ესაა, ბიჭო, პიკასოს ბიჭი? ამით ერთობა პიკასო?"
მსოფლიომ არ იცის, რომ ქუთაისში დგას ძეგლი, რომლის სათაურის პირველწყარომ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მსოფლიო სახვითი ხელოვნების აუქციონზე მოხსნა ვან-გოგის "მზესუმზირების" რეკორდი და პაბლო პიკასოს "P'tit Louis" (პატარა ლუი) სოთბის აუქციონზე გაიყიდა 119 მილიონ დოლარად. ეს თანხა ბევრად აჭარბებს და აღემატება ქუთაისის ბიუჯეტს.
მსოფლიომ არც ის იყო ცნობილი, რომ პიკასოს ეს ბიჭი ქუთაისში შინაური გახდა ისე, როგორც ცხოვრების ყოველდღიურობა. იქამდე, პიკასოს თავის სიცოცხლეში გაგონილიც არ ექნებოდა ქუთაისის შესახებ, მით უმეტეს ის, თუ ასე პოპულარული იქნებოდა იგი და მისი ვარდისფერი პერიოდის შედევრი მისთვის აბსოლუტურად უცხო გარემოში. მართალია ძეგლზე წაითამაშეს, მაგრამ ისიც შეიძლებოდა, საერთოდ რიონში გადაეგდოთ იმ პატარა ბიჭივით "ამპრედუზო მედუზოს" რომ იძახის და ქუდებს ართმევს აგულისა და შავლეგს...
ამ დონეზე თუ შეითვისებდა ქუთაისი პიკასოს, არათუ პიკასომ, თვით ქუთაისმაც არ იცოდა მთელი სიცხადით, რადგან სიყვარული და შეთავსება მარტო კინოფილებით, ან ქალაქელობით კი არ ხდება, არამედ რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული კრიტერიუმით, რომლის სიღრმესაც ჯერ კიდევ არ ჩავმწვდარვარ. ერთი კია, რომ ამ საყოველთაო აღიარება-გათავისებაში ქუთაისურ იუმორს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სიცილი მარტო არ ჰყოფნის იუმორს. აქ მეტი რამ არის საჭირო. ეს მეტია წარმოჩენილი "პიკასოს ბიჭში", ვიდრე ჩაფიქრებული ჰქონდა ეს ბატონ რეზო გაბრიაძეს, ან თუნდაც იგივე პიკასოს. ამ აღიარების უნიკალობის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ თვით ქუთაისური იუმორის რაობა და პარამეტრები, თუ რით საზრდოობს ის ადამიანის თუ ადამიანთა გულით მიღებისა და გათავისების მხრივ.
ქუთაისში ბუნებრივ სანახაობებთან ერთად ვხვდებით ისტორიულ და კულტურულ ძეგლებსა. დამთვალიერებელს საშუალება აქვს ესტუმროს ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო.
ქუთაისი არის ქალაქი , რომელიც ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე დაარსდა. გამომცემლობა (listverse.com) კერძოდ ,ქალაქი საქართველოს დასავლეთის მდებარეობს, იგი უძველესი სახელმწიფოს გული და დედაქალაქი იყო. თავად საქართველო კი არგონავტების მოგზაურობასა და მედეასთან არის ასოცირებული და დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მსოფლიო დონის მითი თუ რეალობაა.
რაც შეეხება სხვა უძველეს ქალაქებს, მათ შორისაა, პალესტინის ქალაქი იერიქონი. ესაა მსოფლიოში უძველესი ქალაქი, რომელიც მკვდარი ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ქალაქი ქრისტეს შობამდე 9 ათასი წლით ადრე შეიქმნა. იერიქონი რამდენიმეჯერ მტრის მიერ სრულად განადგურდა, თუმცა, მოსახლეობამ მისი აღდგენა მაინც შეძლო. ქალაქი ულამაზესი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა.ამ გამომცემლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ ქალაქი ქაუთაისი უფო ძველია უძველეს სახელმწიფოებს შორის.
მსოფლიო კლასიკური მითოლოგიის უთვალსაჩინოეს ძეგლ ,,არგონავტიკის“ თანახმად, მდინარე ფასისზე გაშენებული იყო უძველესი კოლხეთის დედაქალაქი აია-კუტაია-კუტაიისი. აქ იდგა პირველი ქართველი მეფე აიეტის გრანდიოზული სამეფო სასახლე, რომლის ოქროს დარბაზებიდან ,,ჰელიოსი“ (მზე) აღმოსვლას იწყებდა. აქედან იყო მეფის ულამაზესი და გრძნეული ასული მედეა. აქვე , მის მახლობლად, ინახებოდა ,,ოქრომრავალი“ აია-კოლხეთის სამეფოსა და მისი დედაქალაქის ოქროს საწმისი... ამიტომ ქალაქის ცენტრს ამშვენებს არგონავტების სიმბოლიკით დატვირთული შადრევანი.ოქროსფერი ფიგურები, რომელთაც ცხენის, ვერძის, ვეფხვისა და სხვა ცხოველების სახე აქვთ და გამოსახულია ქალაქის ცენტრში მდებარე ფანტანზე, ყველას ანცვიფრებს, ვინც კი პირველად სტუმრობს ქალაქს. ცხოველებს შორის დაინახავთ ასევე თმადის ფიგურას, რომელიც სტუმრებს ყანწით ხელში ესალმება. ბევრი ადამიანი უღებს ფანტანს სურათს და აგრძელებს გზას, არც კი ფიქრობს, რატომაა ის ასე მორთული. ზოგჯერ გაიგონებთ, რომ ეს მორიგი ქართული ფანტაზიაა. ბევრმა არ იცის, რომ ეს ქანდაკებები საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოებია.
ქუთაისი ახალ საუკუნესთან ერთად ახალ სიცოცხლეს იწყებს. აღორძინებული და გამშვენიერებული ქართული სულის და გონის აკვანი თავის განუმეორებელ სიტყვას ამბობს თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში, თავისი კოლორიტით და სიცოცხლის უნარიანობით ქალაქი ერთიანი საქართველოს ღირსეულ სიმბოლოს წარმოადგენს.
გასაოცარი სიამაყის და კმაყოფილების გრძნობა ეუფლება ნებისმიერ ქუთათურს, როცა საყვარელი ქალაქის ასეთ ფერი- ცვალებას ადევნებს თვალს. რესტავრირებული სამეფო უბანი, განახლების მოლოდინში გარინდული ისტორიული ნაწილი ის მთავარი არტერიაა, რომელიც ქალაქის ყველა უბანს ახალ სულს და სუნთქვას შთაბერავს.
ქუთაისი ალბათ მთელს მსოფლიოში ყველაზე ადამიანური, ყველაზე ,,სულიერი ქალაქია, რამეთუ თუკი სხვადასხვა ქალაქის იერსახესა და ღირსებას მისი ღირშესანიშნაობანი და ურბანული, არქიტექტორული სპეციფიკა განსაზღვრავს, აქ უმნიშვნელოვანესი და განმსაზღვრელი ადამიანური ფაქტორია ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებასთან ერთდ ქვეყნის პრიორიტეტია ტურიზმის განვითარება და ამ მიზნით 2013 წელს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ქონების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნა ტურიზმის განყოფილება , რომელსაც ქალბატონი ნინო ჯუღელი ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით განხორციელდა არაერთი პროექი. გაკეთდა საინფორმაციო ცენტრი
ინფო ტურების შედეგია კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობა და არაერთი სტატია ქუთაისსზე.
2015 წელს ქალაქის სხვადასხვა ადგილას დაიდგა 15 ტურისტული ობიექტის მიმანიშნებელი, დაიბეჭდა ბროშურები და გზამკვლევები.
გაკეთდა ვებ-გვერდი და სოციალური გვერდი, მოეწყო გამოფენები, საერთაშორისო პროექტები
საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობების შედეგია საერთაშორისო ტურისტული ბაზრის მოპოვების ხელშეწყობა, ქალაქ ქუთაისის პოპულარიზაცია , ტურისთთა რაოდენობის ზრდა, ქალაქში მოღვაწე ტურიზმის კერზო სექტორის ხელშეწყობა.
ჩატარებულ ტრეინინგებს შორის მნიშვნელოვანია თემა ,,სასტუმრო საქმე და უნარჩვევები“. სადაც მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის სასტუმროების,საოჯახო სასტუმროების და ჰოსტელების 40 თანამშრომელმა.ტრეინინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სეტიფიკატები. აგრეთვე მნიშვნელოვანია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან თანამშრომნლობით გადამზადდნენ ტაქსის მძღოლები ინგლისურ ენაში და მათაც გადაეცათ შესაბამისი სეტიფიკატები.
ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქები
1
|
დონეცკი
|
უკრაინა
|
1999 წელი
|
2
|
ზაპოროჟიე
|
უკრაინა
|
2005 წელი
|
3
|
ლვოვი
|
უკრაინა
|
2002 წელი
|
4
|
ჟიტომირი
|
უკრაინა
|
2007 წელი
|
5
|
ხარკოვი
|
უკრაინა
|
2005 წელი
|
6
|
დნეპროპეტროვსკი
|
უკრაინა
|
2007 წელი
|
7
|
აშკელონი
|
ისრაელი
|
1997 წელი
|
8
|
განჯა
|
აზერბაიჯანი
|
1995 წელი
|
9
|
კოლუმბია
|
აშშ, მისური
|
1997 წელი
|
10
|
ნიუპორტი
|
უელსი, გაერთიანებული სამეფო
|
1989 წელი
|
11
|
პოზნანი
|
პოლონეთი
|
2009 წელი
|
12
|
სომბათჰეი
|
უნგრეთი
|
2015 წელი
|
13
|
უნგენი
|
მოლდოვა
|
2015 წელი
|
14
|
ნანჩანგი
|
ჩინეთი
|
2015 წელი
|
15
|
კარშიაკა
|
თურქეთი
|
2012 წელი
|
16
|
გომელი
|
ბელორუსია
|
2016 წელი
|
17
|
ვალგა
|
ესტონეთი
|
2016 წელი
|
18
|
ვალკა
|
ლატვია
|
2016 წელი
|
19
|
ლაივუ
|
ჩინეთი
|
2016 წელი
|
მარტო წარსულით, რომ არ ვიამაყოთ სამომავლო გეგმების ნაწილია ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრის შექმნა, თეთრი ქვების განათება,ბაგრატის ტაძართან მისასვლელი და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებული კიბის რეაბილიტაცია. ქალაქის ბრენდინგის სტრატეგიის შექმნა.
ერთადერთი ქალაქი, სადაც შეიძლებოდა შეხვედროდნენ ერთმანეთს ჩერჩილი, სტალინი და ჰიტლერი ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციებისა და ქვენაგრძნობების გარეშე, უბრალოდ, ხოშის გასასწორებლად, ეს ქუთაისია.