ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რესტორანი "ეთნო-წისქვილი"
04 ოქტომბერი, 2016

გვიამბეთ მოკლედ თქვენი კომპანიის შესახებ?

ამბავი ოთხმოცდაათიანი წლებიდან იწყება,  იმდროს, როდესაც ბელიაშვილის ქუჩაზე, დღეს უკვე სარესტორნე ზონად ცნობილ ადგილზე თავისთვის ბინადრობდა ნამდვილი, ძველებური წყლის წისქვილი.  არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა ამის იტორიულ რელიკვიას, ამ ადგილზე "წისქვილიჯგუფის" დღევანდელ მესვეურებს პირველი პრემიუმ კლასის ქართული რესტორნის აშენება რომ არ გადაეწყვიტათ. სახელიც და თემატიკაც წყლის წისქვილმა განაპირობა. არქიტექტორ მამამუკა ჩხაიძემ ხელუხლებელი დატოვა ტერასული რელიეფი, ხოლო ბუნებრივი ჩანჩქერი და ზემოხსენებული  ძველებური წყლის წისქვილი აქაურობის სავიზიტო ბარათად აქცია. რესტორანი გაიხსნა 2002 წელს და მალევე მოიპოვა პოპულარობა. დამოუკიდებელი საქართველო იმ დროს განვითარების პირველ ნაბიჯებს  დგამდა. ვიზიტით ჩამოსულ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა თუ ქვეყნების ლიდერებს დედაქალაქი ტრადიციული ქართული სტუმარ
მასპინძლობითა და მომსახურების ევროპული სტანდარტი თუ  უნდა დახვედროდა და ეს საპატიო მისია "წისქვილმა" 14 წლის წინ რომ ჩაიბარა, დღემდე არავისთვის გადაუბარებია.

რა გეგმები გავქთ უახლოესი  5-10 წლის  განმავლობაში და აპირებთ თუ არა თქვენი ბიზნესის გაფართოებას?

ერთი რესტორნით დაწყებული საქმიანობა 14  წლის შემდეგ "წისქვილი ჯგუფად" ჩამოყალიბდა, რომლის ბრენდი დღეს რამდენიმე რესტორანს აერთიანებს. იმავე ბელიაშვილის ქუჩაზე, "წისქვილის" გვერდით, 2005 წელს "ლუდისმოედანი" გაიხსნა, ჯგუფი აქაც პირველიიყო, როდესაც თბილისელებსა თუ ჩამოსულ სტუმრებს მაღალი კლასის ლუდის რესტორანი გაუხსნა.  ჯგუფის ერთ-ერთი სიამაყეა ეკო რესტორანი "წისქვილი წყნეთში", ის სულახლახან გაიხსნა და უნიკალურია როგორც გარემოთი, ისე კერძების მომზადებისა თუ სერვისის კუთხით. ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე წისქვილი  ჯგუფი, უახლოეს ერთ თვეში გახსნის ახალ რესტორანს ქალაქის ცენტრში, რომლის სახელიც იქნება - “წისქვილი ვაკეში”. 2017 წლის ივნისში გაიხსნება ღია საკონცერტო დარბაზი, ამის შემდეგ იგეგმება ამდროისთვის თბილისში ყველაზე მასშტაბური სადღესასწაულო დარბაზის მშენებლობა. უახლოესი 5 წლის განმავლობაში წისქვილი ჯგუფი გეგმავს გახსნას ღვინის სასტუმრო საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში და ფილიალი ბათუმში. ჩვენი გეგმის მიხედვით 10 წლის შემდეგ წისქვილი ჯგუფი იქნება ინტერნაციონალური კომპანია და ბრენდის დივერსიფიკაციის შედეგად დაიწყებს პოზიციონირებას სხვა და სხვა დარგებში. რომელიც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის, ტრადიციებისა და პროდუქტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

გაქვთ, თუ არა რამეაღიარება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე, მიღწევები, სერთიფიკატები და ა. ?

თოთხმეტ  წლიანი ისტორიის მანძილზე ჯგუფმა არაერთი საპატიო ჯილდოს მოპოვება შეძლო. დავიწყოთ იმით, რომ "ეთნო-წისქვილი" რესტორანი-მუზეუმის სტატუსს ატარებს, 2005 წლიდან ის 8 ჯერგახდა "ოქროს ბრენდის" მფლობელი, "ხარისხის ნიშანი" ათბალიანი სისტემითმას 9.84  ქულას ანიჭებს, ავტორიტეტული საერთაშორისო საიტი "ტრიპედვაიზორი" _ 2015 წლის საუკეთესო რესტორნის  სტატუსს, ხოლო საერთაშორისო ბიზნესრეიტინგების კავშირი2015 და 2016 წლებში "წისქვილიჯგუფს" დარგის ლიდერად აღიერებს. ასევე The First Awards Ceremony of the Welcome to Georgia! National Tourism Awards 2015 -ისფარგლებში, "წისქვილიჯგუფმა" პირველი ადგილი  მოიპოვა სარესტორნე სფეროსთვის განკუთვნილ ნომინაციაში. 2015 წელს წისქვილი ჯგუფი გახდა ჟენევაში ცნობილი საერთშორისო პრეემის ლაურეატი - International ERA Quality Award.

რას ფიქრობთ Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოების შესახებ?

ჩვენი აზრით პროექტი Welcome To Georgiaარის ძალიან კარგი წამოწყება, რომელიც ბიზნესს აძლევს განვითარების სტიმულს და არსებული პროექტი ეხმარება კომპანიების ცნობადობის გაზრდას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენი გამარჯვება 2015 წელს

როგორ შეაჯამებდით  2016  წლის ტურისტულ სეოზნს?

რესტორნის 14 წლიან სტატისტიკაზე დაყრდნობით,  2016 წელს ტურისტების რაოდენობამ ეთნო წისქვილში მოხსნა აქამდე არსებული ყველა რეკორდი. ხშირია შემთხვევები, როდესაც მაგიდებს უცხოელი სტუმრები საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე  ჯავშნიან; ცხადია, ადგილებს აქ არამხოლოდ ახლო სამეზობლოდან არამედ  შეკვეთებს ონლაინ რეჟიმში ეთნო წისქვილი შეერთებული შტატებიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაც იღებს.




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.