ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინის ისტორიაში პირველად, Mundus Vinis დეგუსტაციის ფარგლებში «მეღვინეობა ხარება» -ს ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
27 თებერვალი, 2018

MUNDUS VINI-ის რიგით 22-ე დეგუსტაცია 20-25 თებერვალს გერმანიის ქალაქ ნოიშთატში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 150 რეგიონიდან 6,700-ზე მეტი სახეობის ღვინო, რომლის ფარგლებშიც 24 თებერვალს კომპანია „მეღვინეობა ხარება“-ს ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტატორებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ კომპანიის 12 სახეობის, როგორც ქართული ტრადიციული ასევე ევროპული მეთოდით დამზადებულ ღვინო.

საერთაშორისო კონკურსი MUNDUS VINI 2001 წლიდან ტარდება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსად მიიჩნევა, მისი მიზანია ხარისხიანი ღვინის აღმოჩენა და პოპულარიზაცია. დეგუსტაცია ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ჟიურის მიერ, რომელიც მოიცავს ონოგოლოგებს, ღვინის შემქმნელებს, პროფესიონალ ღვინის მოვაჭრეებს, სომელიეებსა და ექსპერტებს. ღვინის დაგემოვნება ბრმა დეგუსტაციით მიმდნარეობს, პროდუქცია გადანაწილებულია კატეგორიის, წარმოშობის, ხარისხის დონისა და არომატის მიხედვით, ხოლო შეფასება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 100 პუნქტიანი სქემის შესაბამისად ხორციელდება. მოპოვებული ჯილდო ძალიან პრესტიჟულია მთელი მსოფლიოში, რაც კომპანიებს ეხმარება სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში.

 „მეღვინეობა ხარება“ აღნიშნულ ღონისძიებაზე 2012 წლიდან მონაწილეობს, სადაც  მიღებული აქვს 15-ზე მეტი მნიშვნელოვანი ჯილდო ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი MUNDUS VINI-ის ჟიურის წევრია.

ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ხარება“ უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული, კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი ტრადიციული მეთოდით ასევე უახლესი ტექნოლოგიებით და აწარმოებს 40-ზე მეტი დასახელების ღვინოს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.