ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სიყვარულის ქალაქში სიყვარულით გვხვდებიან
15 მაისი, 2018

სიღნაღი, ქალაქი სადაც ყოველ აღმართს, აივანს და  ქვასაც თავისი ისტორია,  აქვს.  სიყვარულით გაჟღენთილი ქალაქი,  რომელიც სტუმარს  ისე იზიდავს  რომ მასთან განშორება უჭირს.  

სიღნაღის მოჟრიამულე  უბნებს რომ გაცდები და ხმაურსაც  ტყის სიჩუმე ჩაანაცვლებს, მწვანეში ჩაფლული გზა გამოჩნდება, ვიდრე ნუკრიანისკენ  გადაუხვევ,  ღვინის გზას უნდა გაუყვე   „ტერასა სიღნაღისკენ“.   იქ ყველაზე სასიამონო გარემო გელით, რაც ერთი გულუხვი დიასახლისის დამსახურებაა.  ტერასაზე ნინო ბეროშვილი გიმასპინძლებთ,  თავისი ოჯახით.  ნამიან მწვადს,  წალამზე ბატონი ბერდია ამზადებს, მისი მეუღლე, რომელსაც , როგორც იქაურები ამბობენ ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს. ხორცის სხვა უგემრიელესი კერძებიც მისი პასუხისმგებლობის ნაწილია, დანარჩენი, მისი  დიდი და პატარა ქალბატონის საზრუნავია. სტუმრების მიღებიდან, მათ გაცილებამდე. 

 „ჩვენი ტერასა ყველას გულიანად ღებულობს. ჩვენ ყველაზე მეტად კმაყოფილი  სტუმრის  განწყობა გვახარებს. აქ, ქალაქისგან მოშორებით სრულად აღიქვამს სიღნაღის და ალაზნის ველის იმ გასაოცარ სილამაზეს, რომელიც იმედგაცრუებას არც ერთ სეზონზე არ იწვევს.ქალაქის ცენტრიდან და მისი თანმდევი ხმაურისგან.  ჩვენთან მოსასვლელად 10 წუთი დაგჭირდებათ. დაგელოდებით ქართული და ევროპული კერძების ნაირსახეობით, ღიმილით და კარგი მუსიკით“, - აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი  გულღია დაპატიჟებაა.  გადამეტებული ყურადღებითაც რომ დაღალონ სტუმარი. ყველა სიტყვა ნაღდია, გულიდან ამოსული.

ისეთივე როგორც იქაური ბუნება,  მთა,  წყარო და  თვალუწვდენელი ალაზნის ველი, რომლის მიმართ გულგრილი ვერ  დარჩები, რომელ სეზონზეც არ უნდა მოხვდე იქ. 

საოჯახო  რესტორნის მენიუში  ქართული კერძებთან ერთად  ევროპული ვარიაციებსაც შეხვდებით, დახვეწილი გემოთი.  ყველაზე პრეტენზიულ სტუმარსაც რომ აღაფრთოვანებს.    თევზიც  ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც მწვადი.  ფხალიც და ბოსტნეულის მარტივი სალათიც.  ესეც საქართველოს მიწა-წლის დამსახურებაა. თევზეული მხოლოდ ადგილობრივი მდინარეებიდანაა. ხილი და მოსტნეულიც,  ახლადმოკრეფილი. ქართულ ღვინოს ბადალი რომ არ ჰყავს ამის ახსნა უკვე აღარავის სჭირდება. შიდა ტურისტმაცნ იცის და უცხელმა სტუმარმაც. ბევრს აღარ გავაგრძელებ  გაგონილს ნანახი ჯობია.

რესტორნის დარბაზი და ტერასა ერთდროულად 70-მდე სტუმარს  მასპინძლობს. დაზამთრებამდე კი  გაფათოვდება და კიდევ 20-ის მიღებას შეძლებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.