ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სიმწვანეში ჩაფლული კომპლექსი-დათოვლილი მწვერვალებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
10 ოქტომბერი, 2016
სასტუმრო ბანგურიანი მესტიაში 2015 წლის 1 ივნისიდან ფუნქციონიირებს, თუმცა რეორგანიზაციის და ახალი კომპანიის მმართველობის ქვეშ 2016 წლის მარტის თვეში შევიდა.  
სვანეთის რეგიონში, ბანგურიანი ყველაზე დიდი სასტუმროა.   36 კომფორტული ნომერი გათვლილია, როგორც უცხოელ ტურისტებზე, ასევე ქართველ მომხმარებელზე- სასტუმროში ასევე არის  4 საოჯახო ნომერი. 
 ბანგურინი- სიმწვანეში ჩაფლული კომპლექსი, ულამაზესი, სუფთა და კეთილმოწყობილი ეზოთი, მთის ლანდშტაფთან შერწმული არქიტექტურული სტილით, ოთახებიდან მესტიის ულამაზესი ხედით  , დათოვლილი მწვერვალებით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს დამსვენებლებზე.  უგემრიელესი სამზარეულო და რაც მთავარია, სწრაფი, მომღიმარი და მუდამ დამსვენებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურე პერსონალი ტურისტებს სტუმართმოყვარეობით ამახსოვრებს თავს.
სასტუმრო ხშირად მასპინძლობს სამთავრობო დელეგაციებს, კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, სხვადასხვა უცხოელ ჟურნალისტებს, რომელებიც საქართველოს გასაცნობად და საერთაშორისო ცნობადობის ასამაღლებლად სტუმრობენ. 
სასტუმრო ,,ბანგურინი’’ ბევრი  სამომავლო გეგმა აქვს, მათ შორის საოჯახო კოტეჯების დამატება, ტერიტორიაზე ფინური ხის ორთქლის აბანოების ჩამატება. წელს ,ზამთრის სეზონისთვის, სასტუმროს ტერიტორიაზე მზად იქნება ჰელიპადი, რომელიც ჰელისკის მოყვარულებს საშუალებას მისცემს ჩვენსავე ტერიტორიაზე დაეშვნენ ვერტმფრენით. ასევე 2016 წლის მიწურულს და 2017 წელს  დაგეგმილია რამოდენიმე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება. 
განსაკუთრებულის სიხარულით და სიამაყით უნდა ავღნიშნო, რომ წელს წარდგენილი ვიყავით  საერთაშორისო ხარისხის ჯილდოზე საერთაშორისო ბიზნეს სამიტზე ნიუ იორკში (International Quality Summit). 
მიუხედავად მენეჯმენტ ჯგუფის მონდომებისა და პროფესიონალიზმისა, არსებობს გარე ფაქტორები, რომელიბიც რბილად რომ ვთქვათ დიდად არ უწყობს ხელს ზოგადად რეგიონის და კერძოდ სასტუმროს სწრაფ განვითარებას. მესტიაში ნებისმიერი განთავსების ობიქტი დამოკიდებულია სეზონზე, ამჯერად ზამთრის სეზონს ველოდებით და ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნა საკმაოდ დიდ ფინანსებს მოითხოვს. რა მოხდება თუ თეთნულდის სათხილამურო ტრასა ისევ არ გაიხსნება? ან არ გაკეთდება ამ კურორტის მიზანმიმართული პიარი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ზამთარში საკმაოდ რთული პირობებია გზაზე, რაც საჭიროებს დამატებით ტექნიკას გზის მუდმივად გასაწმენდად. ცუდი გზის პირობებში ვერც ტურისტები ამოდიან და ვერც დისტრიბუციები,  სასტუმროების  საკვები პროდუქტტებით მოსამარაგებლად. ასევე ფრენა - რომელიც ზამთრის სეზონზე მხოლოდ კვირაში  3-ჯერ ხორციელდება და მაქსიმუმ 45 ადამიანის გადმოყვანაა შესაძლებელი,ისიც  კარგი მეტეოროლოგიური პირობების დროს. დასკვნა ისაა, რომ თუ არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა და მონდომება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და პიარის კუთხით, კერძო ბიზნესების მონდომება და ბიზნესის განსავითარებლად ჩადებული ადამიანური და ფინანსური რესურსები ამ პრობლემებს ბოლომდე ვერ მოაგვარებს. ამას  ემატება საკმაოდ მაღალი გადასახადები ,რომელიც მთიან რეგიონებში არსებულ კერძო ბიზნესებს საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს. თუ დაწეესდება გარკვეული   შეღავათი ბიზნესს მეტი ინტერესიც გაუჩნდება და მოტივაციაც  ბიზნესის განსავითარებლად.
მიკლედ გვინდა შევეხოთ  Welcome To Georgia-ს დაჯილდოვებასაც და გვინდა  უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ამ პროექტის დამფუძნებლებს,  ყველა იმ კერძო თუ იურიდიულ პირს, რომელიც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. ეს საუკეთესო გზაა განვლილი წლის შეფასებისათვის და ერთგვარი მონიტორინგია, რა გვიკეთებია კერძო სექტორს წლის მანძილზე და  რამდენად წარმატებულად,.ასევე საუკეთესო სამოტივაციო საშუალებაა მომავალი წლის მომზადებისთვის. 
2016 წელს  უფრო წარმატებულად ვაფასებთ  ვიდრე 2015 წელს.და ვიტოვებთ იმედს რომ და 2017 წელი უკეთესი იქნება. ამისათვის ჩვენი გუნდი ძალღონეს არ დავიშურებთ .
 
 
 



© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.