ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მორიგი წარმატება
27 ნოემბერი, 2017

ევროპული კლასტერების ორგანიზაციამ (http://www.clusterexcellence.eu)  საქართველოს ტურიზმის ასოციაციას მიანიჭა Cluster Management Excellence Label BRONZE – Striving for Cluster Excellence" - ის ეტიკეტი, რომელიც საქართველოში მხოლოდ GTA-ს  და სამედიცინო დარგის ერთ ორგანიზაციას აქვს მინიჭებული.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში აცხადებენ, რომ შეფასების კრიტერიუმი იყო საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო.

"ბედნიერი ვარ, რომ  სამთვიანი შეფასების და შემოწმების შემდეგ ეს ჯილდო დავიმსახურეთ". - აცხადებს ქალბატონი ნატა კვაჭანტირაძე.

მისივე თქმით ბრონზეს ნიშანი (ეტიკეტი), საშუალებას მისცემს ასციაციას განგვათავსონ ევროპული კლასტერების საერთაშორისო რუქაზე https://www.clustercollaboration.eu/cluster-mapping , სადაც აქამდე საქართველო არ იყო წარმოდგენილი და მომავალში ხარისხის კრიტერიუმების შეფასების შემდეგ შესაძლებელია GTA - ს მიანიჭონ მომდევნო უმაღლესი კატეგორიის (ვერცხლის და ოქროს ნიშანი).

"ასოციაციაში შემავალი ყველა ორგანიზაციისთვის ერ ნიშანი არის მნიშვნელოვანი, როგორც ხარისხზე და სანდოობაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისთვის".


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.