ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«ალიანს ჰაილაინის» აპარტამენტების მენეჯმენტს Sophos Hotels უზრუნველყოფს
15 მაისი, 2018

კომპანია „ალიანს ჯგუფის“ პროექტის “ალიანს ჰაილაინის” აპარტამენტების მენეჯმენტს საერთაშორისო ოპერატორი Sophos Hotels-ი უზრუნველყოფს.

„ალიანს ჯგუფში“ ამბობენ, რომ “ალიანს ჰაილაინი” Sophos Hotels-ის პოტრფოლიოს 2020 წლიდან შეემატება, მუშაობა ახალი კომპლექსის მართვის მიმართულებით კი უკვე დაწყებულია.

Sophos Hotels-ს სხვადასხვა ქვეყანაში სასტუმროების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის არის Courtyard by Marriott შვეიცარიაში, Hyatt-ი - საფრანგეთში, Ramada - შვეიცარიასა და ბულგარეთში, Hilton -თურქეთში და ა.შ.

სასტუმროს საერთაშორისო ბრენდები - Courtyard by Marriott, Hayatt, Ramada, Wyndham უკვე წლებია სასტუმროს მართვას Sophos Hotels-ის გუნდს აბარებენ, რომელიც მათთვის არჩევს შესაბამის კადრებს, ტექნიკურ პერსონალს, ზრუნავს ინტერიერსა და ექსტერიერზე და რაც მთავარია, ზრუნავს შეუნარჩუნოს სასტუმროს მისთვის დამახასიათბელი გარემო წლების განმავლობაში.

Sophos Hotels-ი “ალიანს ჰაილაინის” აპარტამენტების გაქირავებასაც უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის ბიზნესის მართვაში საერთაშორისო კომპანია იქნება ჩართული.

მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისში მოიცავს 3 ცათამბჯენს, ყველაზე მაღალი 40 სართულიანია და მასში მდიდრული საცხოვრებელი რეზიდენციები განთავსდება. მეორე და მესამე ცათამბჯენები კი აპარტამენტებს და სასტუმროს მოიცავს.

„ალიანს ჰაილაინის“ კომპლექსში მესამე ცათამბჯენი “ვინდამ გარდენს“ ეკუთვნის. ცნობილი ამერიკული ბრენდი - Wyndham Hotel Group სასტუმროებისა და კურორტების უმსხვილესი ქსელია. კომპანია 1981 წელს, ტეხასში დაარსდა, ნელ-ნელა გაფართოვდა და დღეს უკვე მსოფლიოს 76 ქვეყანაში 7800 სასტუმროს მფლობელია.  სწორედ „ვინდამ გარდენის“, რომელიც ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება თბილისში, მენეჯმენტს უზრუნველყოფს კომპანია Sophos Hotels-ი.

"ალიანს ჯგუფი" მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ქსელებთან ერთად კიდევ რამდენიმე მიმდინარე სამშენებლო პროექტზე მუშაობს: ALLIANCE PALACE-ი ბათუმში, სადაც COURTYARD BY MARRIOTT HOTEL-ი განთავსდება, ALLIANCE PRIVILEGE-ი ბათუმში, სადაც MARRIOTT HOTEL-ია წარმოდგენილი, ALLIANCE RESORT-ი გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც RAMADA HOTEL-ს წარმოგვიდგენს.

ბოლო 13 წლის მანძილზე ალიანს ჯგუფს პრემიუმ-კლასის მშენებლობებში $200-მილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მიმდინარე ინოვაციურ პროექტებში კი "ალიანს ჯგუფი" ჯამში $210 მილიონზე მეტს აბანდებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.