ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე - Les CITADELLES DU VIN-ზე, რომელიც ყოველწლიურად საფრანგეთის ქ. ბორდოში ტარდება, ხარება 2012, დაძველების მშრალმა თეთრმა ღვინომ, ტროფი მოიპოვა.
კონკურსი „ღვინის ციტადელი“ ტარდება OIV მაღალი პატრონაჟის ქვეშ. აღნიშნული ღვინის კონკურსის წევრია ორგანიზაცია „VINOFED“ - მთავარი საერთაშორისო კონკურსების ასოციაცია(http://www.vinofed.com/EN/accueil_en.php), რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 12 ძირითად ღვინის კონკურსს მათ შორისაა „ღვინის ციტადელიც“.
ყოველწლიურად მაისის თვეში მსოფლიოს ტოპ 50 ღვინის დეგუსტატორი ხვდება ერთმანეთს რამდენიმე დღით, რათა გამოავლინონ საუკეთესო ღვინოები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.