ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ამბასადორი კაჭრეთი“ - უახლოესი სასტუმრო კომპლექსი დასვენებისთვის
26 ივლისი, 2018

ტემპერატურა ნელ-ნელა უფრო მაღლა იწევს, ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე კი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. სიცხის მატებასთან ერთად გართობისა და დასვენების მთავარი ლოკაციები ქალაქგარეთ გადადის. თუ თქვენ ქალაქიდან შორს გასვლას ვერ ახერხებთ და გსურთ მოწყდეთ ერთფეროვნებასა და ქალაქის ხმაუს, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ  ამბასადორ კაჭრეთს, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალზეა. აქ თავს ნამდვილად სამოთხეში იგრძნობთ, მითუმეტეს, რომ სასტუმრო ზაფხულის დადგომასთან ერთად სტუმრებს უამრავ სიახლეს სთავაზობს.

 

აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, გაერთოთ, გაირუჯოთ და უამრავი აქტივობით დაკავდეთ. სასტუმროს ტერიტორიაზე პროფესიონალური გოლფის მოედანი, რეგიონში ყველაზე დიდი 800 კაციანი საბანკეტო დარბაზი, 12-ადგილიანი ვილა, ღვინის მარანი, ჩოგბურთის კორტები, ღია საცურაო აუზები, საცხენოსნო კლუბი და პროფესიონალური სასროლეთი. ეს ყველაფერი კი იმისთვის რომ აქ ნებისმიერი ასაკის, სქესის და მოთხოვნების სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს და დაკავდეს მისთვის საყვარელი საქმით, ან აღმოაჩნოს საკუთარ თავში ახალი გატაცება და შესაძლებლობები.

სულ მალე ამბასადორი კაჭრეთი რეგიონში ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი გახდება.  როგორც სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა სასტუმროს გაფართოება.

ამ ეტაპზე სასტუმროს ორი კორპუსი აქვს, რომელიც ერთმანეთისგან განსხვევბული დიზაინისა და კონცეფციისაა. ამ სეზონზე სასტუმრომ მომხმარებლებს განსხვავებული კონცეფციის ახალი კორპუსი შესთავაზა, სადაც 106 თანამედროვე დიზაინის ნომერი განთავსდა. ჯამში კი ამბასადორ კაჭრეთს 450 სტუმრის მიღება შეუძლია.  

 

სიახლეების გასაცნობად ადმინისტრაციამ მომხმარებლებისთვის სპეციალური აქციის შეთავაზება გადაწყვიტა. აქციის ფარგლებში ახალ შენობაში ერთი ადამიანის ღირებულება კვირის დღეებში $55 იქნება, შაბათ-კვირას კი $75. ეს აქცია ზაფხულის პერიოდზე გავრცელდება.

ზაფხულის ცხელ დღეებში წყალში გაგრილება და გარუჯვა სტუმრების უმრავლესობას სურს. ამ კომფორტზე და მომხმარებლის სიამოვნებაზე ამბასადორ კაჭრეთმა იზრუნა და ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად სტუმრებს ევროპული სტანდარტების ოლიმპიური აუზი დაახვედრა, რომელიც კახეთის რეგიონში ერთადერთია.

ამბასადორი კაჭრეთი ცდილობს მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტი შექმნას და ერთ სივრცეში ნებისმიერი სერვისის მიღების შესაძლებლობა მისცეს სტუმრებს.

სწორედ ამიტომ ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას ამ ზღაპრულ ადგილზე გირჩევთ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.