ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ციხისძირის „კასტელო მარე“ - ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ
08 ივნისი, 2018

მზის სხივები კიაფიდან მცხუნვარებაში გადადის უკვე. დასვენებისთვის აქტიური სეზონი იწყება. თუ თქვენ ჯერ კიდევ დასასვენებლად საოცნებო ადგილს ეძებთ და არჩევანი არ გაგიკეთებიათ, თქვენთვის რეკომენდაცია გვაქვს.

თუ თქვენთვის ხედს, გარემოს მნიშვნელობა აქვს, სიმშვიდე და ბუნება გიზიდავთ ზღვისპირეთს, ციხისძირს, სასტუმრო და გამაჯანსაღებელ კომპლექს „კასტელო მარეს“ გირჩევთ.

სასტუმრო კლდის ქიმზე მდებარეობს და ზღვის სანაპიროზეა გაჭრილი. მედიდურად დგას თეთრი „კასტელო მარე“ მწვანეში, სუბტროპიკულ მცენარეებში ჩაფლული. იქ ერთი მოხვედრაც კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმარზე, ან კი როგორ დატოვებს ვინმეს გულგრილს - მისი კონტურები ხომ ასე ბუნებრივად ერწყმის გარემოს.

სასტუმროში არსებული ინფრასტრუქტურა, კეთილ მოწყობილი ბაღები, კერძო პლაჟის ზოლი, სპა პროცედურების მრავალფეროვანი არჩევანი, საცურაო აუზები, საკონფერენციო ოთახები და გასართობი საშუალებები ნებისმიერი ტიპის დასვენებას დაუვიწყარს გახდის.

სასტუმროს კომპლექსში სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე შედის, რომელიც 110 ოთახს და 250 სტუმარს იტევს. ოთახები 17 კატეგორიად იყოფა და თითოეული კატეგორია განსაკუთრებული კომფორტითა და საუცხოო ხედებით გამოირჩევა. 

მხოლოდ გარეგნული იერ-სახე არ გაკმაყოფილებთ? მაშინ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის - მთელი ხიბლი სასტუმროს სერვისსა და შემოთავაზებებშია.

„კასტელო მარე“ ნამდვილად ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა დაისვენოთ. ამ ეტაპზე გეტყვით 3 მიზეზს რატომ უნდა დაისვენოთ „კასტელო მარეში.“ უმთავრესი სასტუმროს ლოკაციაა, „კასტელო მარეს“ სპა მოგაჯადოვებთ და მის მოტრფიალედ დაგტოვებთ მუდამ, მხოლოდ რელაქსი, ალბათ, არ გიზიდავთ და თქვენ აქტიურ დასვენებასაც ირჩევთ.

ლოკაცია ის გამორჩეული უპირატესობაა, რომელიც „კასტელო მარეს“ აქტივად ითვლება. დიახ, სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით, კურორტ ციხისძირზე გაშენებული „კასტელო მარე“ აჭარის დედაქალაქიდან, ბათუმიდან სულ რაღაც 17 კილომეტრშია. თუ თქვენ ბათუმს საჰაერო გზით სტუმრობთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით სულ რაღაც 35 წუთი დაგჭირდებათ, ბათუმის ავტოსადგურიდან და რკინიგზის სადგურიდან კი 20 წუთი მხოლოდ. სანაპირო ზოლი მდებარეობს სასტუმროდან ფეხით 5 წუთის სავალ მანძილზე.

კურორტი შეუმჩნეველი არასოდეს იყო, ჯერ კიდევ 100 წლის წინ პოპულარული ადგილი იყო საზაფხულო თავგადასავლებისათვის, საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ პოპულარული სანატორიუმიც მდებარეობდა.

ციხისძირის მაღლობზე, რომლის კალთები ციცაბოდ ეშვება ზღვაში და ქმნის კონცხს. კურორტის მწვანით შემოსილი ფერდობები ციტრუსოვანი ბაღებით, ჩაის პლანტაციებითა და ბამბუკის ხეივნებით არის დაფარული.

შემდეგ ეტაპზე სპა და სპა სერვისია. სასტუმროში არსებული „ოტიუმ სპა“ თქვენ რელაქსაციაზე ზრუნავს. მასაჟი, ჰიდროთერაპია და ფიზიოთერაპია, სახისა და სხეულის მოვლის ფართო შეთავაზების მიზანი თქვენი გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაზე ზრუნვაა.

შესაძლოა, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს, როლებიც“ ოტიუმ სპას“ და რაღა თქმა უნდა, თქვენს განკარგულებაშია, შეუძლიათ ეფექტურად მოაგვარონ ჭარბი წონის და ცელულიტის პრობლემები.

უმაღლესი კვალიფიკაციის მასაჟისტები, კოსმეტოლოგები, თერაპევტები და სტილისტები თქვენს ვიზუალსა და ჯანმრთელობაზე იზრუნებენ.

შეგიძლიათ ისარგებლოთ შიდა და გარე აუზით, ცხელი სივრცით რომელიც მოიცავს 4 საუნას, ჯაკუზს, თერმული კონტრასტის ფეხის აბაზანსა, რელაქსაციის სივრცეს, აქვე არის ასევე ფიტნესის.

ამ ჩამონათვლით, ალბათ ხვდებით, რომ რელაქსი ასეთი სასიამოვნო არასოდეს ყოფილა.

„კასტელო მარე“ გარდა გამაჯანსაღებელი პროცედურებისა, გართობისა და აქტიური დასვენების შესაძლებლობებს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ ბოულინგით, ბილიარდით, ჩოგბურთით, აერობიკით. ეს არჩევანი არ გყოფნით, არც “კასტელო მარეს“... შეგიძლიათ გაერთოთ ლაზერული თამაშებით და ექსტრიმშიც გადაეშვათ, საკუთარი თავი დაივინგშიც გამოსცადოთ. ეს ყველაფერი იდეალურია ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად გაიზიარო.

აქტიური და პასიური რეჟიმის მონაცვლეობა რომ მნიშვნელოვანია ამას ვინც გეტყვით ჩვენ არც პირველი ვიქნებით და არც უკანასკნელნი. თქვენც ალბათ იცით, რომ თქვენი ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღისათვის ეს შერწყმა იდეალურია.

„კასტელო მარე“ თავისი გუნდით არ დაგზარდებათ და უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და ყველა იმ პირობით გიმასპინძლებთ, რომელიც საჭიროა თქვენი სიამოვნებისა და კომფორტისთვის.

სასტუმრო მდებარეობს ზღვის პირა პლიაჟზე 50 მ სიმაღლეზ,ე სადაც შეგიძლიათ უნიკალური პანორამული დახრილი ლიფტით იმოგზაუროთ ძღვის ტალღებამდე.

ალივლივდება მზე ზღვის კეჩოზე... თქვენ დგახართ „კასტელო მარეს“ ვერანდაზე და არაფერი გაღელვებთ, აქ ისინი ზრუნავენ თქვენზე. ეს ის ზაფხულია თქვენ რომ ოცნებობდით...

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.