ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
5 საუკეთესო სასტუმრო საქართველოს რეგიონებში
09 ნოემბერი, 2018

საქართველო მსოფლიო რუკაზე თავი უკვე მოინიშნა, როგორც ტურისტულად მნიშვნელოვან და ღირებულ ადგილად. ჩვენს პატარა ქვეყანაში ყველა რეგიონს თავისი მნიშვნელობა, სანახაობა, ისტორია და კულტურა გააჩნია, შესაბამისად ტურისტებისთვის ყველა კუთხე აღმოჩენებით სავსეა.


საქართველოს გამორჩეული კლიმატი მოგზაურებს საშუალებას აძლევს წლის ნებისმიერ დროს დატკბეს ჩვენი ბუნებით და მრავალფეროვანი სანახაობით.


გთავაზობთ 5 საუკეთესო სასტუმროს, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განთავსდეთ, განიტვირთოთ, დაისვენოთ, მოდუნდეთ, ან დაგეგმოთ ახლო მდებარე მნიშვნელოვანი ადგილების მონახულება.

1. ამბასადორი კაჭრეთი – თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალზეა. აქ თავს ნამდვილად სამოთხეში იგრძნობთ, მითუმეტეს, რომ სასტუმრო მომხმარებლებს უამრავ სიახლეს სთავაზობს.

აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, გაერთოთ, გაირუჯოთ, ითამაშოთ ტენისი, ფეხბურთი ან სხვა უამრავი აქტივობით დაკავდეთ. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე პროფესიონალური გოლფის მოედანია, რეგიონში ყველაზე დიდი 800 კაციანი საბანკეტო დარბაზი, 12-ადგილიანი ვილა, ღვინის მარანი, ჩოგბურთის კორტები, ღია საცურაო აუზები, საცხენოსნო კლუბი და პროფესიონალური სასროლეთი.


აქ ნებისმიერი ასაკის, სქესის და მოთხოვნების სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს, რადგან ყველას შეუძლია დაკავდეს მისთვის საყვარელი საქმით, ან აღმოაჩნოს საკუთარ თავში ახალი გატაცება და შესაძლებლობები.

2. ვარძია რიზორტი- კომპლექსი ისტორიულ მესხეთში, ჭაჭკარის ხევში, ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ვრცელ ფართობზე გადაჭიმული კომპლექსი ერთბაშად გიზიდავს. ინფრასტრუქტურა და არქიტექტურა სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ლანდშაფტთან იდეალურად არის შერწყმული.

გასული წლების გამოცდილებიდან და მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სასტუმროს წელს 3 ეკონომიური ფასის კოტეჯი დაემატა,მეორე საკონფერენციო დარბაზი, 2 მაღალი კლასის 3 სტანდარტული ნომერი.

აქ მასპინძლებმა სტუმრების ფასი კარგად იციან, ყოველთვის ზრუნავენ მათზე და ამიტომაც გაკვირვებას არ იწვევს, რომ სასტუმრო Booking.com-ზე საქართველოს საუკეთესო სასტუმროებს შორისაა.

„ვარძია რეზორტი“ იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისთვის. კომპლექსში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებით სიამოვნება მიიღოთ. პატარებისთვის აქვეა საბავშვო მოედანიც, ოჯახის წევრებს კარაოკეშიც შეგიძლიათ გაეჯიბროთ და პროცესი კიდევ უფრო სახალისო გახადოთ, შეგიძლიათ ბატუტზეც იხტუნოთ პატარებთან ერთად და დატკბეთ ბუნების საჩუქრით და ადამიანის შექმნილი დახვეწილი სერვისებით.


ახლახანს სასტუმროს უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი სპა ცენტრიც დაემატა, რომელიც დამსვენებლებს შიდა სარელაქსაციო ზონებს სთავაზობს. სპა ცენტრი მაღალი სტანდარტების შესაბამისია და სტუმრებს მაქიმალურ შესაძლებლბას აძლევს უამრავი სახის მომსახურება მიიღონ, მოდუნდნენ და რელაქსირდნენ.

“ვარძია რეზორტმა” შეძლო და აღადგინა ადგილობრივი მესხური კერძები, სწორედ მათთვის ვინც ქართულ საზმარეულოს აფასებს და ცდილობს აღმოაჩინოს ბევრი უცნობი გემო და კერძი. აქ სტუმრებს ადგილზე დამზადებული მურაბებითა და ჯემებით ანებივრებენ. შინდი, ჭერამი, თუთა კომში, ალუბალი … თქვენ უბრალოდ ისურვეთ რისგან დამზადებულის გნებავთ, არჩევანი მრავალფეროვანია…

სასტუმროში გურმანებსა და დაინტერესებულ პირებს თავად შეუძლიათ კერძების დამზადებაში მონაწილეობა მიიღონ. მასტერკლასის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს უძველეს ფურნესა და თონეში თავად გამოაცხოს მესხური ქადა, ხაჭაპური, პური და უამრავი სხვა რამ. შემოდგომაზე თემატურად, შეგიძლიათ თუთის ბადაგში ჩურჩხელაც კი ამოავლოთ, შემდეგ არაყის ხდის პროცესში ჩაერთოთ… აქ ნამდვილად შეგიძლიათ შეიგრძნოთ სამცხე-ჯავახეთის გემო და თქვენც გახდეთ რამდენიმე დღით ჯავახელი.

3. ბესტ უესტერნ ქუთაისი -მთელ ქუთაისში ერთადერთი ბრენდირებული სასტუმროა, ადგილი სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრები მიჰყავთ. აქ ყველამხარეს ქალაქი-მუზეუმია.

კომპლექსის პირველ სართულზე კაფეა,ხოლო მე-6 სართულზე რესტორანია ღია ტერასით რომელიც უამრავ სტუმარს იტევს.

მენიუში ბევრ „უცხო სიტყვას” შეხვდებით. განსხხვავებული კერძების პრეზენტირება ტრადიციული სახელწოდებით არ გამოდის. ევროპულია, ამასთან,ქართული. როგორც რესტორნის შეფ მზარეული ერბიე გონზალესი (Errbie Gonzalez),ესპანელია, მაგრამ ქართველი.

ნომერში თანამედროვე ინტერიერის, პრემიუმ კომფორტისა და სიმყუდროვის ჰარმონიული შეწყმაა. მომსახურება კიდევ უფრო მაღალი დონის,მომღიმარი,კეთილგანწყობილი პერსონალი თქვენ იმერულ ტურსაც დაგეგმავს და
სალაშქროდაც გაგიწვევთ. ამისთვის აუცილებელია მიმართოთ მათ და შემდეგ კი
დატკბეთ ულამაზესი ოკაცეს კანიონით, კინჩხას ჩანჩქერით, პრომეთეს

მღვიმით და აღმოაჩინოთ იმერეთი თავიდან.

4. „გლორია ბათუმი“- თანამედროვე სტანდარტების 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა აჭარის დედაქალაქში, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, თუმცა თავი უკვე ბევრ მომხმარებელს დაამახსოვრა.


ამ ეტაპზე სასტუმროში 168 მაღალი სტანდარტების ნომერი ფუნქციონირებს, აგრეთვე 2 საკონფერენციო დარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები, რესტორანი, სპა და საუნა.


აქ ნომრები დიდი და კომფორტულია, ზღვა კი თქვენი აივნიდან ისე ახლოა, თითქოს მალე შიგ ჩაიძირებით. პერსონალი ძალიან მეგობრული და ყურადღებიანია, ცდილობენ ყველაფერი თქვენზე მორგებული და კომფორტული იყოს. თუ დასვენება, გართობა, კარგი ხედი და მნიშვნელოვანი ადგილების მონახულება გინდა გლორია ბათუმის ადგილმდებარეობა ნამდვილად მისაღები იქნება თქვენთვის. სასტუმროდან აეროპორტამდე 3 კილომეტრია, თუმცა ძალიან ახლოსაა მუზეუმები, კინო თეატრი კაფე-ბარები და რაც მთავარია პლიაჟი.


„გლორია“ ბათუმის სხვა სასტუმროებისგან იმითაც გამოირჩევა რომ მაღალი ხარიხსის სპა მომსახურება აქვს, აგრეთვე გემრიელი და მრავალფეროვანი ქართულ-ევროპული საკვები. აუზიც ისეთია, რომ შეგიძლიათ ცუდ ამინდში, როცა ზღვით ვერ ტკბებით, სიცარიელე აუზში ცურაობით შეივსოთ.

5. „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი“ – შავი ზღვისპირა ზოლში მდებარე მაღალი კლასის 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გააჩნია უნიკალური მიკროკლიმატი, ბუნებრივი ლანდშაფტი, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სანაპირო. სასტუმრო სეზონის ამ დროს განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან გარშემორტყმულია ულამაზესი 41 760 მ ფართობზე გადაჭიმული საუკუნოვანი მცენარეების ბაღით, რომელიც წლის ამ დროს მწვანე ფერებიდან ოქროსფერსა და წითელში გადადის.


აქ განსაკუთრებულად ჯანსაღი, ნატურალური ბიო პროდუქტები, ქართული პროდუქტები აქვთ. ძირითადი მიმართულება ტრადიციული სამზარეულოა, ევროპული კერძების შესანიშნავ მიქსთან ერთად.
ჯორჯია პალასის სპა ცენტრი არაერთი სახის სამედიცინო თუ სარელაქსაციო სერვისით გამოირჩევა, მათ შორისაა სილამაზის სალონი, კოსმეტოლოგია, ენდერმოლოგია, კოლონოთერაპია, ინფრა წითელი საუნა, კლასიკური მასაჟები.
სარელაქსაციო მომსახურების შემდეგ აქ თქვენ შეგიძლიათ უამრავი აქტივობით დაკავდეთ, რადგან სასუმროს ტერიტორიაზე ჩოგბურთის, კალათბურთის, მინი გოლფისა და საბავშვო მოედნები ფუნქციონირებს, აქვეა ველოსიპედები, მაგიდის ტენისი, დახურული აუზი, სავარჯიშო დარბაზი და საუნა, ღია აუზი დღის ტემპერატურის წყლით.


სასტუმროს ნომრები პასტელის ფერებშია გადაწყვეტილი, ინტერიერი კი კლასიკურ სტილში, რაც მეტ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს სძენს თქვენს დასვენებას. ჯამში კომპლექსი 157 ნომერს აერთიანებს, რომელიც აბსოლუტურად მორგებულია მომხარებლის ყველა საჭიროებაზე.


ჩვენ ვეცადეთ გვეჩვენებია, საუკეთესო სასტუმროები საქართველოს რეგიონებში თავისი გამორჩეული მხარეებით. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, შეარჩიოთ დასვენების პერიოდი, იხელმძღვანელოთ ჩვენი რჩევებით და განთავსდეთ ამ სასტუმროთაგან ერთ-ერთში, გააჩნია რომელ რეგიონში დაგეგმავთ თქვენს ვიზიტს, საიდან გინდათ ადევნოთ თვალი, როგორ გადადის ზაფხულის სიმწვანე ოქროსფერ ფერებში. ჩამოთვლილთაგან ნებისმიერის სერვისით, გარემოთი და კერძებით გაოცებული დარჩებით… მოიკრებთ ახალ ენერგია და ჩაისუნთქეთ ჯანსაღ ჰაერს, რომელიც ჯერ კიდევ სითბოთია გაჟღენთილი.

travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.