ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ დავიმსახუროთ სტუმრების განმეორებითი ვიზიტი
04 მაისი, 2017

მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, სასტუმროების სტუმრების უმეტესობა ვიზიტის შემდეგ ტოვებს კომენტარს სასტუმროს გვერდზე – რჩევებს, მოწონებას თუ საყვედურს. ამ ინფორმაციით სარგებლობს შემდეგი სტუმარი სასტუმროს დაჯავშნისას. შესაბამისად კარგი კომენტარი თქვენს ვიზიტორების რაოდეობას გააორმაგებს, ცუდი – პირიქით, შეამცირებს. სწრაფადგანვითარებადი ქართული ტურიზმის ფეხის ასაწყობად გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, რომლებიც სტუმრების კომენტარებზეა დაყრდნობილი.

მიუხედავად ქვეყნებისა, ძირითადი თემები განხილული სტუმრების მიერ არის – სისუფთავე, მეგობრული პერსონალი და სიმშვიდე, ამ უკანასკნელს კი სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ბოლო ხანებში.

 

და მართლაც, რაში იხდიან სტუმრები ფულს?

როგორ დავიმსახუროთ მათი განმეორებითი ვიზიტი?

რა დავახვედროთ/შევცვალოთ ჩვენს სასტუმროში თანამედროვე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?

 

რივერსაიდი იწყებს სტატიების ციკლს, რომლებიც დაეხმარება ყველას, ვინც ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს ყავდეს მეტი კმაყოფილი სტუმარი. განხილულ თემებთნ დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენს კონსულტანტებთან  პირისპირ გასაუბრებისას.

1. სისუფთავე –  სასტუმრო ყოველ დღე უნდა დალაგდეს. ოთახის ნომრები უნდა ბრწყინადვეს სისუფთავისგან, სტუმრებს ეს არასდროს გამოეპარებათ! მოძველებულ ავეჯსაც კი არ მიაქცევენ ყურადღებას, თუ ირგვლივ სისუფთავე სუფევს. ამისათვის ორი რამ არის აუცილებელი – პერსონალის მონდომება და თანამედროვე პროფესიონალური საწმენდი საშუალებების კარგად ცნობა. (დეტალებს დავუბრუნდებით).

2. მეგობრული პერსონალი – მეგობრობა და კეთილგანწყობა დღეს უკვე აუცილებელი მოთხოვნაა სასტუმროს ხანგრძლივი არსებობისთვის და სტუმრების განმეორებითი ვიზიტისთვის. ძალდაუტანებელი ღიმილი, დაბალ ხმაზე საუბარი, პრობლემის დიპლომატიური მოგვარების უნარი, დათმობებზე წასვლა სტუმრის სასარგებლოდ, ყურადღების გამოჩენა, ადმინისტრაციული საკითხების ბექოფისში გადაჭრა, არანაირი ხმამაღალი მითითება სტუმრების გასაგონად,  – ეს ყველაფერი არამატერიალურ დანახარჯებს მოითხოვს – უბრალოდ საჭიროა პერსონალის სწორად შერჩევა, დაკვირვება და მუდმივი გადამზადება. უცხო ენაზე მოსაუბრე პერსონალი – დღეს ეს არც ისეთი ძვირი სიამოვნებაა – თუმცა მის გარეშე ვერ მოიგებთ სტუმრების გულს. ზოგი სასტუმროს მფლობელი ცდილობს პერსონალს დააზეპირებინოს საჭირო ფრაზები, დამერწმუნეთ, ეს უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევს სტუმრებში – შეარჩიეთ ცვლაში მინიმუმ ერთი კადრი სრულფასოვნად მოლაპარაკე ინგლისურ და რუსულ ენებზე.

3. სიმშვიდე – ყველაზე პრობლემური საკითხი არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სატუმროებში. ამ თემას ცალკე ვრცელი სტატია დაეთმობა, მაგრამ ორიოდე სიტყვით აქაც შემოგთავაზებთ რჩევებს. ყველას აღიზიანებს ოთახში შემოსული ლიფტის ხმა, კოლიდორში საუბარი, კიბეებზე სიარულის ხმა, ხმაური მეზობლის ოთახიდან (ზოგჯერ სიტყვების გარჩევაც კი შესაძლებელია), აღარაფერს ვიძახით ღამის ხმაურზე, ასევე ძალიან უხერხული პრობლემაა  საკუთარი საპირფარეშოდან გამოსული ხმა წყვილად მოგზაურთათვის. თუ თქვენ მშენებლობისას არ დაზოგეთ თანხები და იზრუნეთ ხმის იზოლაციის გაძლიერებაზე, სხვა კონკურენტებთან შედარებით დიდი უპირატესობით ისარგებლებთ, მაგრამ თუ გამოგრჩათ ეს საკითხი, პრობლემის გამოსწორება არც ახლა იქნება გვიანი, შედეგი – გაგაოცებთ!


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.