ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ისტორიული მატჩი „40 წლის შემდეგ“, „მეღვინეობა ხარებას“ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება
06 სექტემბერი, 2018

4 სექტემბერს, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში კახეთში, ილიას ტბაზე ლეგენდარული მოჭადრაკეების, ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძეს შორის მატჩი „40 წლის შემდეგ“ გაიმართა. მაია ჩიბურდანიძემ მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინი ნონა გაფრინდაშვილისგან 40 წლის წინ, 1978 წელს გადაიბარა, შემდეგ კი კიდევ ოთხჯერ დაიცვა ტიტული. ილიას ტბაზე გამართული მატჩი, სწორედ 40 წლის წინანდელ მოვლენას მიეძღვნა.

კახეთში ჩასულმა სტუმრებმა „მეღვინეობა ხარებას“ ტურისტული კომპლექსი გვირაბი მოინახულეს, სადაც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. საჭადრაკო დღე ყვარლის გვირაბში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და „მეღვინეობა ხარებას“ შორის სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. ასევე გაფორმდა შეთანხმება ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძესა და  „მეღვინეობა ხარებას“ შორის, რის მიხედვითაც 2018 წელს კომპანია ლიმიტირებულად ჩამოიხამს სპეციალურად ნონა გაფრინდაშვილისთვის და მაია ჩიბურდანიძისადმი მიძღვნილ ეტიკეტირებულ ღვინოს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.