ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„კასტელო მარე“ - საუკეთესო სპა მომსახურება თქვენი განტვირთვისთვის
30 ივლისი, 2018

თუ ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას ზღვისპირეთში გეგმავთ და თქვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და გარემო, თან გსურთ, რომ დრო დაუთმოთ გონებისა და სხეულის რელაქსაციას და ასევე იზრუნოთ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ „კასტელო მარეს“.

სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი  „კასტელო მარე“  უნიკალური ადგილმდებარეობით გამოირჩევა. სასტუმრო კურორტ ციხისძირში მდებარეობს და ბათუმიდან სულ რაღაც 17 კილომეტრშია.

„კასტელო მარეს“ ზღაპრული ადგილმდებარეობა,ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და მთიდან მომავალი ჰაერის ნაკადი ქმნის იდეალურ გარემოს განტვირთვისა და გაჯანსაღებისთვის.

სასტუმრო და გამაჯანსაღებელ კომპლექს ‘’კასტელო მარე’’-ში განთავსებული სპა „ოტიუმი“ აჭარის რეგიონში  ყველაზე მრავალფეროვანია. ამავე დროს მაღალი ხარისხითა და მომსახურებითაც გამოირჩევა.

„ოტიუმ“ სპა წარმოადგენს უნიკალურ გამაჯანსაღებელ ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მრავალფეროვანი ცხელი ზონა, მშრალი ფინური და მცენარეული საუნა, რომაული და ევკალიპტის ორთქლის ოთახები, ფიტნეს დარბაზი, ჯაკუზი, ფეხის კონტრასტული აბაზანები, დახურული და ღია უსასრულო აუზი ზღვის წყლით, რომლიდანაც იშლება შავი ზღვისა და ციხისძირის ზღაპრული გარემოს პანორამული ხედი.

„ოტიუმ“ სპა გთავაზობთ გამაჯანსაღებელ, გამაახალგაზრდავებელ და სარელაქსაციო სპა მომსახურებების ფართო სპექტრს: მასაჟი და ჰიდროთერაპია, კოსმეტოლოგია, სხეულისა და სახის მოვლის პროგრამები, აპარატული პროცედურები, ფიზიოთერაპია და სილამაზის სალონის მომსახურებები.

გარდა ამისა, „ოტიუმ“ სპა აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ყველაზე ეფექტურად გადაჭრათ ჭარბ წონასთან, ცელულიტთან, დეტოქსიკაციასთან, სახის, სხეულისა და თავის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები.

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და გამოცდილი პერსონალი დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი ვიზუალი და გამოიყურებოდეთ უფრო მომაჯადოვებლად.

მაგალითად თუ წონის პრობლემა გაქვთ, ან უბრალოდ სხეულის ფორმების კორექცია გსურთ, გირჩევთ, აირჩიოთ SPA კაფსულა ან  აპარატი Trio I shape.

SPA კაფსულას აქვს 16 სხვადასხვა პროგრამა, რომელიც უნდა შეირჩეს თქვენი კანის ტიპის, წონის და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ საშუალებით ცხიმის დაშლა, წონაში კლება და კანის გაუმჯობესება ძალიან სწრაფად ხდება. ხოლო აპარატით Trio I shape მარტივად შეამცირებთ ცხიმოვან ქსოვილსა და ცელულიტს, მიიღებთ სხეულის სასურველ ფორმებს.

„ოტიუმ“ სპაში აგრეთვე შეგიძლიათ ჰიდრომასაჟის, შარკოს ან ვიშის წყლის პროცედურები ჩაიტაროთ, რაც დაგეხმარებათ წონის კორექციაში, კანის გამკვრივებასა და შეშუპებების გაქრობაში. ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ სერვისებიდან, რასაც ოტიუმ სპა იმ მომხმარებლებს სთავაზობს, რომლებსაც  წონის კორექცია სურთ.

თუ აქცენტს სახის კანის მოვლაზე აკეთებთ, მაშინ უნემსო მეზოთერაპიას, ულტრაბგერულ წმენდას, პილინგსა და მასაჟს გირჩევთ, რომელიც თქვენი სახის კანს დაეხმარება გამოიყურებოდეს უფრო ჯანსაღად და ახალგაზრდულად.

ხოლო თუ თქვენი მიზანი უბრალოდ დასვენებაა, გსურთ ქრონიკულ დაღლილობასთან, დეპრესიასა და ნევროზთან ბრძოლა, მაშინ რელაქს მასაჟი ან ბამბუკის მასაჟი თქვენთვისაა. ეს პროცედურა მაქსიმალურად დაგეხმარებათ რელაქსაციაში.

ნახსენები პროცედურების გარდა „კასტელო მარეს“ სპა კომპლექსს სხვა უამრავი სახეობის მომსახურება აქვს. ჯამში 80-ზე მეტ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს და აბსოლუტურად მორგებულია სტუმრების საჭიროებებზე.

„ოტიუმ“ სპას პროფესიონალი მასაჟისტებით, კოსმეტოლოგებით, თერაპევტებითა და სტილისტებით დაკომპლექტებული გუნდი მაქსიმალურად ზრუნავს თითოეული სტუმრის გონებისა და სხეულის რელაქსაციაზე, სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.

სწორედ ეს არის გარანტი, რომ ერთხელ მოსული სტუმარი აუცილებლად ბრუნდება ოტიუმ სპაში.

თუ თქვენ ციხისძირს ივლისი-აგვისტოში უნდა ესტუმროთ და თან იოგით დაინტერესებული ან გატაცებული ხართ, მაშინ ორმაგად გაგიმართლათ, რადგან სწორედ ამ დროს „კასტელო მარეში“ ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას დილისა და საღამოს საათებში სასტუმროს ღია ტერასაზე მაღალკვალიფიციური ტრენერი იოგას ვარჯიშებს ჩაატარებს და ეს არ იქნება მხოლოდ ამ სასტუმროს სტუმრებისთვის, არამედ ნებისმიერ გარე სტუმარსაც შეეძლება ვარჯიშებში მონაწილეობა მიიღოს.

ასე რომ, თუ გსურთ, გაატაროთ ზაფხული ჯადოსნურ ადგილზე, მიიღოთ რუჯი, იმხიარულოთ და ამავე დროს დაუთმოთ დრო სხეულის მოვლას, დაბრუნდეთ ნანატრი შვებულებიდან რამდენიმე წლით ახალგაზრდა და რამდენიმე კილოგრამით ნაკლები, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ „კასტელო მარეს“ და დარწმუნდით, რომ აქ ყველა მიზანი მიღწევადია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.