კომპანია HMG (ჰორეკა მენეჯმენტ) ჯგუფი კახეთში, კერძოდ ხაშმში ახალი ბუტიკური ტიპის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი პაპიაშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, პროცესი დაწყებულია და 2022 წელს სასტუმრო გაიხსნება.
„პანდემიის დროსაც კი პროექტების ნაკლებობა არ გვქონია, ჩართული ვართ სხვადასხვა აქტიურ პროექტში, რომელთა დასრულებაც იგეგმება 2021 წლის ბოლოს ან 2022 წელს.
ხაშმში იქნება 25 ნომრიანი შატოს ტიპის სასტუმრო, აქ არის ღვინის მარანი, 4 ჰექტარზე გაშენებულია ვენახი. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 3 მილონი ლარი იქნება.
სასტუმროს დასახელება ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია.
ეს არის კერძო პირის დაკვეთა და ჩვენ ვასრულებთ დეველოპმენტს, უზრუნველვყოფთ როგორც არქიტექტურული ნახაზების მოწოდებას, ასევე ვმუშაობთ დიზაინზე, ბრენდინგზე, შემდეგ ვიღებთ მონაწილეობას მშენებლობაში, მოწყობაში, გახსნაში და დასრულების შემდეგ ვიტოვებთ სასტუმროს ჩვენს მმართველობაში. მოთხოვნა კახეთზე საკმაოდ მაღალია. პანდემიის პერიოდშიც კი ეს რეგიონი გამოკვეთილად დატვირთული იყო და ვფიქრობთ, რომ ახალი სასტუმროების დამატება წაახალისებს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს,“ - განმარტავს გიორგი პაპიაშვილი.
commersant.ge