ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო Georgia Palace Hote and Spa-ს მართვაში ევროპული კომპანია შედის
06 ივლისი, 2018

მაღალი კლასის სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa-ს მართვაში ევროპული კომპანია შედის.

სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონკურენციის ზრდით ხსნიან და განმარტავენ, რომ ახალ მენეჯმენტს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს სასტუმროების მართვის გამოცდილება და Georgia Palace-ს სერვისსა და მომსახურებას სულ სხვა დონეზე აიყვანს.

აჭარის რეგიონში კონკურენცია გაზრდილია და სასტუმრომ ახალ გამოწვევას ევროპული გამოცდილებითა და ხედვით უნდა უპასუხოს.

ახალი მენეჯმენტის შემოსვლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვლება, უკვე შეიცვალა და გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, დაიგეგმა მარკეტინგული აქტივობები. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია გეგმიურად ახდენს თანამშრომელთა გადამზადებას, რაც მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის.

ევროპული გამოცდილება, სიახლე მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, მართვის დახვეწილი მოდელი, ეს ის პრინციპებია რითაც კომპანია წლების განმავლობაში არაერთ სასტუმროს მართავს. სწორედ მათ შეურჩიეს სასტუმროს გენერალური მენეჯერი კლაუს გფრერერი, წარმოშობით ავსტრიელი, რომელსაც ასევე მრავალწლიანი მართვის გამოცდილება აქვს.

სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ 2008 წლიდან ფუნქციონირებს და თანამშრომელთა ძირითადი ნაკადი ქართველებით არის დაკომპლექტებული, თუმცა ძირითადი მმართველი რგოლი ყოველთვის უცხოური მენეჯმენტი იყო. მართვის ამ მოდელზე გადასვლა სასტუმროს მფლობელს თემურ ჭყონიას ეკუთვნის, რაც განპირობებულია მზარდი კონკურენტული გარემოდან გამომდინარე.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.