სასტუმრო-რესტორანი „ემოცია“ ტურისტებს საქართველოს მასშტაბით მრავალფეროვან ტურებს სთავაზობს
ზაფხული ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის და შესაბამისად აქტიურია შეკითხვა, სად შეიძლება გავატაროთ მშვიდი და სასიამოვნო დღე, ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ ადგილზე. თუ თქვენ ზაფხულის ძირითადი ნაწილის გატარება დედაქალაქში ან მცხეთა-მთიანეთთან ახლოს გიწევთ, მაშინ თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს.
მცხეთის რაიონში, თბილისი-მცხეთა-ნატახტრის გზატკეცილზე, თბილისიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში მდებარეობს რესტორანი და სასტუმრო „ემოცია“.
სასტუმრო-რესტორანში დაგხვდებათ ძალიან სასიამოვნო და მშვიდი გარემო. სასტუმროს ტერიტორიაზე ფეხის დადგმისას პირველი რაც თვალში მოგხვდებათ ეს არის მცენარეებით სავსე მწვანე ეზო სადაც შეგიძლიათ დასხდეთ და სუფთა ჰაერით ტკბობასთან ერთად დატკბეთ რესტორნის უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძებით.
ადგილზე ასევეა მარანი, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ღვინო ააარჩიოთ და გემო გაუსინჯოთ უგემრიელეს საჭმელებთან ერთად.
თუ ეს ადგილი ძალიან მოგეწონებათ თავისი სიმშვიდით, სიმწვანით და მყუდრო გარემოთი და აქედან წასვლა აღარ მოგინდებათ ხმაურიან ქალაქში, შეგიძლიათ ღამე გაატაროთ სასტუმროში, სადაც ნომრებიც ისეთივე კომფორტული და თქვენზე მორგებულია, როგორც ყველაფერი სხვა.
სასტუმრო „ემოცია“ შედგება ცენტრალური ფლიგელისგან და კოტეჯებისგან, სასტუმროში სულ 23 ნომერია, აქედან 16 კოტეჯის ტიპისაა.
თუ გსურთ, რომ ცხელ ზაფხულში წყალში გაგრილდეთ მაშინ შეგიძლიათ აიღოთ კოტეჯი ინდივიდუალური აუზით ან კოტეჯი ინდივიდუალური ჯაკუზით.
ზოგიერთ კოტეჯს კომფორტული აივანი აქვს, საკუთარი პატარა გამწვანებული ეზოთი.
აქ არც პარკინიგის პრობლემაა, ყველა კოტეჯს ინდივიდუალური ავტოფარეხი აქვს. დამერწმუნებით, რომ ზაფხული დასვენების და გართობის ყველაზე აქტიური სეზონია, ამ სეზონის ნაყოფიერად გამოყენებაში კი „ემოცია“ ნამდვილად იტყვის თავის სათქმელს, მთავარია ერთხელ ეწვიოთ და ამაში თავადაც დარწმუნდებით.
თუ ფიქრობთ, რომ სასტუმრო „ემოცია“ მხოლოდ კარგ გარემოს, გემრიელ საჭმელსა და კარგ მომსახურებას გთავაზობთ, მაშინ თქვენ ნამდვილად შეცდით. სასტუმროს მომსახურების სფეროში ასევე შედის ტურისტებისთვის საქართველოს მასშტაბით ტურების შეთავაზება.
სასტუმრო ტურისტებს სთავაზობს, როგორც რამდენიმედღიან, ასევე ერთდღიან ტურებს.
სასტუმრო 6 დღიან ტურში თითქმის მთელი საქართველოს მონახულებას გთავაზობთ, 6 დღიანი გეგმა კი ასე გამოიყურება:
პირველი დღე - ანანური, გუდაური, ყაზბეგი, გერგეთის სამება, დარიალის ხეობა, გველეთის ჩანჩქერი.
მეორე დღე - უფლისციხე, მცხეთა, სვეტიცხოველი, შიო მღვიმე.
მესამე დღე - კახეთი, წმინდა ნინოს დედათა მონასტერი, სიღნაღი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდალი, თელავი, ალავერდის მონასტერი
მეოთხე დღე - ბორჯომი, ბორჯომის ტყე პარკი, ბორჯომის წყლის დეგუსტაცია, ვარძია, ახალციხე, რაბათის ციხე.
მეხუთე დღე - თბილისი, სამების საკათედრო ტაძარი, ძველი თბილისის ქუჩები, ბოტანიკური ბაღი, მთაწმინდის პარკი.
მეექვსე დღე - ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიის მღვიმე -სტალაქტიტები და სტალაგმიტები, დინოზავრის ნაკვალევი.
ყოველი დღის დასასრულს, საქართველოს მშვენიერებით დამტკბარ სტუმრებს შეეძლებათ სასტუმროში დაბინავება, კომფორტულ ნომრებში.
შესაბამისად, ყოველ საღამოს ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სასტუმროს კაფე - რესტორნით, ვერანდით, კარაოკე პროგრამით და დააგემოვნონ მრავალფეროვანი და გემრიელი კოქტეილები, ივახშმონ ქართული ტრადიციული ცეკვებისა და სიმღერების თანხლებით.
სტუმრებს სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ საკუთარი ხელით გააკეთონ ხინკალი, მწვადი, ქაბაბი, დააგემოვნონ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ქართული მარანის ქართული ღვინო და ჭაჭა.
სასტუმრო ტურისტებს ასევე სთავაზობს სვანეთის სამდღიანი ტურს, რომელიც ასე გამოიყურება:
პირველი დღე - დადიანების სასახლე, ენგურჰესი, ღამით სასტუმროში დაბინავება.
მეორე დღე -უშგული - ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, ქართული ხუროთმოძღვრების და ეთნოგრაფიის ერთერთი ღირშესანიშნავი ძეგლია, იხილავთ სვანურ კოშკებს.
მესამე დღე -ჰაწვალის საბაგირო, ჰაწვალის მწვერვალიდან მოჩანს უშბის და თეთნულდის მყინვარწვერი, მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ასე რომ, თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, როგორ გაატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები, გსურთ თან დაისვენოთ და თან შემოიაროთ მთელი საქართველო კვალიფიციურ და რამდენიმე ენოვან გიდთან ერთად, მაშინ ეწვიეთ სასტუმრო „ემოციას“. დაისვენეთ, დაგეგმეთ ტურები და შემოიარეთ დიდებული საქართველო!
www.travelingeorgia.ge